• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2 თვეში საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების კოეფიციენტი 0.6%-დან 0.9%-მდე გაიზარდა

2 თვეში საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების კოეფიციენტი 0.6%-დან 0.9%-მდე გაიზარდა

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები გარდაცვალების დაბალ მაჩვენებლებზე საუბრობენ.

09/12/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები გარდაცვალების დაბალ მაჩვენებლებზე საუბრობენ. მათი განმარტებით, გარდაცვალების კოეფიციენტი არ გაუარესებულა და, საქართველოს COVID-19-ით ლეტალობის (დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვალების პროცენტული წილი ) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა: „საქართველოში COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მიუხედავად შემთხვევების ასეთი დრამატული ზრდისა, რჩება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ევროპაში. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების (ჯანმო, worldometers) ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის არის 0.93%. ჩვენზე დაბალი სიკვდილიანობა აქვს მხოლოდ 3 თუ 4 ქვეყანას. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს კლინიკური მართვის ხარისხს, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი არ გაუარესებულა, რაც მიუთითებს სწორ მართვაზე. ერთ მლნ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი გაუარესდა, თუმცა არა დრამატულად, ევროპის 49 ქვეყანას შორის საქართველო 28-ე ადგილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 11 ქვეყანას აქვს საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი“.

გარდაცვალების დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც, მისი განცხადებით: „საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება, თუმცა ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.9 პროცენტი. საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს“.

საქართველოში COVID-19-ით სიკვდილიანობის კოეფიციენტი, ანუ მთლიანი დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვლილთა პროცენტული წილი, 0.9%-ია, რაც გლობალურად საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუმცა მტკიცება, რომ საქართველოში გარდაცვალების კოეფიციენტი არ გაუარესებულა, მცდარია.  ოქტომბრის დასაწყისში გარდაცვალების კოეფიციენტი 0.6% იყო, დეკემბრის დასაწყისში კი გარდაცვლილთა წილი 0.9%-მდე გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია და გარდაცვალების კოეფიციენტი შესაძლოა, გაიზარდოს. თუ რამდენად შეძლო ქვეყანამ გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება, ამის შეფასება ეპიდაფეთქების შემდგომ ეტაპზე იქნება შესაძლებელი. 

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება შემოდგომაზე დაიწყო. პანდემიის პირველი ტალღის დროს საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო, ოქტომბერში კი ე.წ. წითელ (საგანგაშო) ზონაში გადაინაცვლა. ნოემბრის ბოლოს კი, 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ის ახალი შემთხვევების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა. 8 დეკემბრის მონაცემებით, გასული 1 კვირის მაჩვენებლებით, 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებით საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა. გასულ ერთ კვრაში, 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოზე უარესი მაჩვენებელი  მხოლოდ 11 ქვეყანას აქვს. (საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ცვლილების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

Worldometers-ის მიხედვით,  ევროპის რეგიონი 48 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს შევადარეთ. ევროპის 49 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს შორის, საქართველო 1 მლნ მოსახლეზე ინფიცირების ჯამური მაჩვენებლით მე-8 ადგილს იკავებს. 1 მლნ მოსახლეზე გარდაცვალების  მაჩვენებლით კი 27-ე ადგილი უკავია, ანუ  22 ქვეყანას აქვს უფრო დაბალი მაჩვენებელი.

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვალების პროცენტული წილი 0.9%-ია, ამ მაჩვენებლით  საქართველოს 36 ევროპის ქვეყნის და ტერიტორიულ ერთეულზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი აქვს: ესტონეთს, ნორვეგიას, სლოვაკეთს, ლუქსემბურგს,სერბეთს. COVID-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს: ისლანდიას, ლიეტუვას, ბელარუსს, მონაკოს, გიბრალტარს. ვატიკანსა და ფარერის კუნძულებზე კი კოვიდ19-ით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. 

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებიდან გარდაცვალების პროცენტული წილი, ანუ სიკვდილიანობის კოეფიციენტი ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. თუმცა ფაქტია, რომ გასულ 2 თვეში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მათ შორის ლეტალობის კოეფიციენტიც გაიზარდა. შესაბამისად, თუ როგორ გაართვა თავი საქართველომ და სხვა ქვეყნებმა ეპიდემიის კლინიკურ მართვას, ამის შეფასებას პანდემიის დასრულების შემდეგ შევძლებთ.

ცხრილი 1: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ევროპის რეგიონში

წყარო: Worldometers; ავტორის გამოთვლები;  6 დეკემბრის სტატისტიკური მონაცემები

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა