• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პანდემიის სცენარი 1941 წელს დაიწერა

დეზინფორმაცია: პანდემიის სცენარი 1941 წელს დაიწერა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/12/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook გვერდი „სტალინი“, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის გაყალბებულ სურათს აქვეყნებს, სადაც  გვერდი „iNews -აინიუსის“ მიერ, ჯოზეფ ბაიდენის ყალბ სურათთან ერთად პანდემიის შესახებ გამოქვეყნებული პოსტია ნაჩვენები. „სტალინის“ მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ სურათზე „აინიუსის“ მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტია მოცემული, რომლის თანახმადაც, პანდემიის სცენარი ჯერ კიდევ 1941 წელს დაიწერა. გვერდის მტკიცებით, სცენარი „ახალგაზრდა და ბებერი ეშმაკების დიალოგის ფორმით არის წარმოდგენილი“, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი სულების ჯოჯოხეთში მოხვედრის მიზეზად ავად გახდომის შიშს ასახელებს. ამასთან ერთად, გვერდ „სტალინის“ მიერ გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში გვხვდება შემდეგი ფრაზა: „ჯოზეფ ბაიდენის ფოტო, სადაც მას ეშმაკის გამოსახულებიანი პირბადე უკეთია“. 

"აინიუსზე" წაშლილი პოსტი წყარო

რაც შეეხება, იმ ინფორმაციას, რომელსაც „სტალინი“ 1941 წელს დაწერილი პანდემიის სცენარის შესახებ აქვეყნებს, მსგავსი დეზინფორმაცია უცხოურ გვერდებზე 2020 წლის ივნისის თვიდან გამოჩნდა (ბმული 1; ბმული 2). მათი მტკიცების თანახმად, მსგავსი დიალოგი „ახალგაზრდა და გამოცდილ ეშმაკებს შორის“ კლაივ ლუისის 1942 წელს დაწერილ წიგნში „The Devil's Letters to His Nephew“ („The Screwtape Letters“) იგივე „ბალამუტის წერილებშია“ გადმოცემული. 

რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ ლუისი ძირითადად თეოლოგიურ თემებზე წერდა და დიალოგიც მეტ-ნაკლებად  მის წერის სტილს ჰგავს, მსგავსი შინაარსის შემცველი ნაწილი მის წიგნში არ ფიგურირებს. 

აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელებას მრავალი თეოლოგისა და კლაივ ლუისის შემოქმედების მკვლევრის გამოხმაურება მოჰყვა, რომლებიც აცხადებენ, რომ წიგნში მსგავსი შინაარსის შემცველი წინადადებები ან დიალოგი არ გვხვდება. (ბმული 1; ბმული 2). აქედან გამომდინარე, გვერდი „სტალინის“ მიერ გავრცელებული პოსტი, 1941 წელს პანდემიის სცენარის წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით, ყალბი ამბავია. 

კლაივ ლუისის შემოქმედების არასწორი ინტერპრეტაციის მრავალი შემთხვევის შედეგად,  Youtube გვერდმა, 90 Seconds to Knowing C.S. Lewis - რომელიც უშუალოდ ლუისის შემოქმედებას ეხება, 27 ივნისს 2-წუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ სამ ძირითად ყალბ ამბავზეა საუბარი,  რომელიც 2020 წლის პირველ ნახევარში, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. 

კლაივ ლუისის „ბალამუტის წერილების“ შესახებ დეზინფორმაცია, რომელიც კოვიდ პანდემიისა და წიგნის ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობდა, გვერდი „სტალინის“ გარდა გამოაქვეყნეს Facebook-გვერდებმა: Золотой Скорпион; აჭარული გვერდი • Adjarian page; და საიტმა primetime.ge.

გვერდი „სტალინი“ აღნიშნულ დეზინფორმაციას „აინიუსის“ გამოქვეყნებული Facebook პოსტის ფოტოზე (screenshot) დაყრდნობით ავრცელებს. „აინიუსმა” 30 ნოემბერს ჯო ბაიდენის შესახებ ორი პოსტი გამოაქვეყნა. ორი პოსტიდან ერთ-ერთი 12:34-ზე გამოქვეყნდა ყალბი სურათისა და ყალბი ტექსტის სახით, რომელიც შემდეგ გვერდმა „სტალინმა” გამოიყენა.  „აინიუსმა” სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც „მითების დეტექტორმა“ მათი პოსტი ყალბი ინფორმაციის შემცველად მონიშნა, წაშალა და გვერდზე 30 ნოემბერს ბაიდენის შესახებ მხოლოდ 10:42-ზე გამოქვეყნებული პოსტი იძებნებოდა, სადაც  ჯო ბაიდენის ორიგინალი სურათი შემდეგი წარწერით იყო გამოქვეყნებული: „28 ნოემბერს ჯო ბაიდენს ძაღლთან თამაშის დროს ფეხი დაუსხლტა და ტერფი იღრძო”. 

ამჟამად, „აინიუსის“ Facebook გვერდი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, ნათქვამი იყო რომ „აინიუსს”, რომლის პოსტის ამსახველი ფოტო გვერდ „სტალინს” ჰქონდა გამოყენებული, აღნიშნული ინფორმაცია და ყალბი ფოტო არ გაურვცელებია, რადგან სტატიაში მუშაობის დროს, „აინიუსზე“ გაყალბებული ფოტო აღარ იძებნებოდა. „მითების დეტექტორის“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, დგინდება, რომ „აინიუსმა“ მართლაც გაავრცელა ფოტო, რომელზეც ბაიდენის პირბადეზე გამოსახულება იყო დატანილი. სავარაუდოდ, „მითების დეტექტორის“ ვერდიქტის შემდეგ გვერდმა წაშალა ფოტომანიპულაცია და ავთენტური ფოტო ხელახლა განათავსა. ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში განახლდა ინფორმაცია „აინიუსის“ მიერ დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ. 

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა