იტვირთება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ამბის მიხედვით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ღია წერილით მიმართა, რომელშიც თურქეთს საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებისკენ მოუწოდა. ამასთან, გავრცელებული დეზინფორმაციით, თურქეთისათვის ქართული ტერიტორიების მითვისებაში დახმარების აღმოჩენის გამო, ტრამპმა ამერიკის სახელით ბოდიშიც მოიხადა.

იხ. გავრცელებული დეზინფორმაცია

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის თურქეთის მიერ საქართველოსთვის ტერიტორიების გადაცემის საკითხზე ღია კომუნიკაცია არ მომხდარა და დონალდ ტრამპს, ამერიკის სახელით, ბოდიში არც „თურქეთისათვის ქართული ტერიტორიების მითვისებაში დახმარების აღმოჩენის გამო“ მოუხდია, რაზეც ოფიციალურ ღია წყაროებში, მათ შორის, თეთრი სახლის ვებგვერდზე, მსგავსი ინფორმაციის არარსებობა მეტყველებს.

აშშ, ისევე როგორც თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, და ორივე ქვეყანა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს.

აღნიშნული ყალბი ამბავი Facebook-ზე ჯერ კიდევ 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ბოლო 4 თვის განმავლობაში დეზინფორმაციას სოციალური ქსელის ათეულობით ათასი მომხმარებელი გაეცნო. გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების თხოვნით, „ფაქტ-მეტრს“ Facebook მომხმარებელი დაუკავშირდა.

იხ. დეზინფორმაციის გამავრცელებელი Facebook გვერდები და ჯგუფები

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3592 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი