• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის  3700 უბანზე მომუშავე წარმომადგენლებს, ხელფასს არ გადაუხდის

დეზინფორმაცია: შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის 3700 უბანზე მომუშავე წარმომადგენლებს, ხელფასს არ გადაუხდის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის  3700 უბანზე მომუშავე წარმომადგენლებს, ხელფასს არ გადაუხდის 

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-გვერდი „სექტა“, kvira.ge-ს მიერ  გამოქვეყნებულ და საიტის Facebook-ზე „მედიაჰოლდინგი კვირას“-ს გვერდზე გაზიარებული სტატიის ფოტოს ავრცელებს. მედიაჰოლდინგი „კვირას“ მიერ გაზიარებულ პოსტს, რომელიც შემდგომ Facebook-გვერდმა „სექტა“ ფოტოს სახით გააზიარა, შემდეგი სათაური აქვს: „შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“  3 700 უბანზე მომუშავე თანამშრომელი  ხელფასს ვერ მიიღებს, მათ გვიღალატეს და ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება“. 

რეალურად, Kvira.ge-ზე გამოქვეყენებული სტატიის ტექსტში არსებული ინფორმაცია სათაურს არ შეესაბამება.  ტექსტში ნათქვამია, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადების თანახმად,  ლეიბორისტული პარტიის მხოლოდ ის 400-500 წარმომადგენელი, რომელთა დაკვირვების უბნებზეც ლეიბორისტულმა პარტიამ ნული ხმა დააგროვა, ხელფასს არ მიიღებს. 

აღნიშნული განცხადება შალვა ნათელაშვილმა 26 დეკემბერს, ლეიბორისტული პარტიის ბრიფინგზე გააკეთა: „პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გააყალბა უბანი, არამედ ესეც მოისყიდა, ეს ნაძირალა, ვინც გაგზავნილი გვყავდა. ახლა ამას ხელფასს ხომ არ გადავუხდით. ამიტომ უარი ვუთხარით მათ ხელფასებზე, განვუცხადეთ, რომ წავიდნენ და სასამართლოში იჩივლონ, თუ რამე პრეტენზია აქვთ და იქ დავუმტკიცებთ ვინ არიან ისინი. საუბარია ასეულებით ადამიანზე, დაახლოებით 400-500. მე მგონი სწორი გავაკეთეთ და ჭკუის სასწავლებელი იქნება. მოღალატეებს, არამზადებს, გამყიდველებს, უქნარებს არავითარი ხელფასი ბიუჯეტიდან არ უნდა მივცეთ. რატომ, რისთვის? ეგენი შემოუშვა უშიშროებამ პარტიაში, რათა ნული ხმა გამოეტანათ უბნებიდან და საჩივრები არ დაეწერათ“

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩანს რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება, პარტიის დამკვირვებლების ხელფასების  შესახებ, 400-500 დამკვირვებელს ეხებოდა და არა 3 700 უბანზე, ლეიბორისტული პარტიის ყველა დამკვირვებელს.  

შესაბამისად, „მედიაჰოლდინგი კვირას“ მიერ Facebook-ზე გაზიარებულ სტატიაში შალვა ნათელაშვილის განცხადება ზუსტად არის ციტირებული. თუმცა როგორც სტატიის, ისე პოსტის სათაური მანიპულაციური ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაზე გადასვლისას მკითხველი სიმართლეს ეცნობა, სტატიის სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. 

რაც შეეხება „სექტას“ მიერ გაზიარებულ სურათს, რომელიც kvira.ge-ის მიერ მანიპულაციურ სათაურს ასახავს, მკითხველისთვის კიდევ უფრო შეცდომაში შემყვანია, რადგან kvira.ge-ისგან განსხვავებით, მას დამატებითი ინფორმაცია და შალვა ნათელაშვილის განცხადების ზუსტი ციტირება არ ახლავს. 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა