იტვირთება

ტრამპის მიერ ბაიდენისთვის დატოვებული წერილი არ გასაჯაროებულა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ჯო ბაიდენმა დაიკავა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მასალის მიხედვით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლადარჩეულ პრეზიდენტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში წერილი დაუტოვა, რომელშიც ის ბაიდენს ეუბნება: „ჯო, შენ იცი მე გავიმარჯვე“

იხ. გავრცელებული ფოტო მასალა

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ბაიდენს წერილი მართლაც დაუტოვა, თუმცა ის, თუ რა წერია წერილში, ცნობილი არაა. ტრამპის პრესსპიკერის, ჯად დირის მიხედვით, „ესაა წერილი 45-სა და 46-ს შორის“.

ინაუგურაციის შემდეგ წერილთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტმა ბაიდენმაც გააკეთა. მისი თქმით, წერილი ძალიან გულისხმიერი იყო, თუმცა ბაიდენმა, ისევე როგორც დირმა, წერილის სხვა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

ამგვარად, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცებულება არ არსებობს. ფოტოზე ასახული წერილის ზემო ნაწილში განთავსებული ბეჭედი ტრამპის მიერ გაგზავნილ სხვა ოფიციალურ წერილებში არსებული ბეჭდებისგან გასხვავდება. გარდა ამისა, ტრამპის იმ წერილებში, რომლებიც გასაჯაროებულია, თარიღში თვე დღის წინაა (MM-DD-YYYY) და არა დღე თვის წინ (DD-MM-YYYY), როგორც ეს ინტერნეტში გავრცელებულ წერილშია.

-----------------------------------------------------------------

სტატია მომზადებულია PolitiFact-ის მასალის მიხედვით

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3715 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი