დეზინფორმაცია: სსრკ-ს გენშტაბის რუკაზე დავით-გარეჯის კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე მომხმარებელი მამა გიორგი თევდორაშვილი ავრცელებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ სსრკ-ს გენშტაბის რუკაზე დავით გარეჯის კომპლექსი მთლიანად ჩვენს ტერიტორიაზეა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 16 ობიექტისგან შედგება. მათგან 13 ცალსახად, ყველა რუკით, საქართველოს ტერიტორიაზეა. ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონაკვეთზე არსებობს დავა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ სად გაიაროს საზღვარმა, ხოლო ბერთუბანი - არცერთი რუკით, მათ შორის, ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკითაც კი (იხილეთ რუკა), საქართველოს საზღვრებში არ ექცევა. ამის კიდევ ერთი დასტური მეცნიერებათა აკადემიის წერილია, რომელშიც საუბარია, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტერიტორიები საბჭოთა აზერბაიჯანს გადაეცა.

სასულიერო პირის მიერ გავრცელებულ რუკაზეც კი ნათლად ჩანს (იხილეთ რუკა), რომ უდაბნოს მონაკვეთი და ჩიჩხიტურის კოშკი (кешиш) საზღვარზე მდებარეობს და, შესაბამისად, სადავო ტერიტორიას წარმოადგენს. რუკაზე შემოხაზული მხოლოდ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ნაწილია (დავითის ლავრა). არცერთი რუკით ეს ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს. კითხვები ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების მიმართ არსებობს, ხოლო ბერთუბანი ღრმად ექცევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ბერთუბანს, ამ რუკაზე ბერთუბნის მდებარეობა საერთოდ არ ჩანს. სადავო არაა ის, რომ დავით-გარეჯის კომპლექსი არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე საზღვრების მხოლოდ 2/3-ია შეთანხმებული. სწორედ აქედან გამომდინარე, ქართული მხარე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროსაც, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალი უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელებისთვის ედებათ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი