• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: Covid-ვაქცინებთან დაკავშირებული მორიგი დეზინფორმაცია - ID2020 და კვანტური ტატუ

დეზინფორმაცია: Covid-ვაქცინებთან დაკავშირებული მორიგი დეზინფორმაცია - ID2020 და კვანტური ტატუ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: Covid-ვაქცინებთან დაკავშირებული მორიგი დეზინფორმაცია - ID2020 და კვანტური ტატუ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინტერნეტსივრცეში ექიმი ქერი მადეის მორიგი ვიდეო და ამ ვიდეოს წერილობითი ტრანსკრიპტის ქართული ვერსია გავრცელდა. ექიმის მადეის მტკიცებების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანისთვის უსაფრთხო არაა, რადგან ის გამოუცდელ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით არის შექმნილი. ამასთანავე, მადეის მტკიცებით, ვაქცინების საშუალებით ადამიანებს ე.წ. კვანტური ტატუ გაუკეთდებათ, რომლითაც მათ საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭებათ. ექიმი ქერი მადეის მიერ გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

მტკიცება: ადამიანებს კორონავირუსის წინააღმდეგ მიკრონემსებით აცრიან და ლუციფერაზას მეშვეობით შტრიხკოდს მიანიჭებენ

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ქერი მადეის მტკიცებით, კომპანია Moderna-ს გეგმაა, რომ ადამიანები მიკრონემსების პლატფორმის მეშვეობით აცრან, რომლებშიც დნმ ან რნმ ვაქცინა და ლუციფერაზა იქნება მოთავსებული. რეალურად, ვაქცინაციის პროცესში მიკრონემსების ტექნოლოგიის დანერგვა ნამდვილად იგეგმება, რადგან ეს ტექნოლოგია ვაქცინების ადმინისტრირების სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება იქნება. თუმცა, ამ დროისთვის, არც Moderna-ს და არც სხვა რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინების ადმინისტრირება მიკრონემსების საშუალებით არ იგეგმება, რადგან მიკრონემსების ტექნოლოგია ისევ ტესტირების ფაზაშია. ამრიგად, Moderna დღეისათვის მიკრონემსებს არ იყენებს და ვაქცინის ადმინიტრირება სტანდარტული წესით, ვაქცინის ორი დოზის ინექციით ხდება.

ხოლო რაც შეეხება უშუალოდ კვანტურ ტატუს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრების გუნდმა მიკრონემსების პლატფორმა (microneedle platform) სწორედ ე.წ. კვანტური წერტილების (Quantum Dots), იგივე კვანტური ტატუს ტექნოლოგიის მეშვეობით შეიმუშავა. მიკრონემსებს ჩვეულებრივი მიკროპლასტირის ფორმა აქვს და მასში ვაქცინა და კვანტური წერტილებია მოთავსებული. თავად კვანტური წერტილები ერთგვარი კრისტალებია, რომლებიც განსაზღვრული სიგრძის სინათლის სხივებს გამოსცემენ, რომლის დადგენაც სპეციალურად აღჭურვილი სმარტფონითაც არის შესაძლებელი. კვანტური ტატუს ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანების ვაქცინაცია და კანქვეშ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ჩაწერა ერთდროულად ხდება. იმ სინათლის გაშუქებით კი, რომელსაც კვანტური წერტილები გამოსცემენ, უკვე მარტივად დგინდება თუ ადამიანს რომელი აცრა აქვს გაკეთებული.

მიკრონემსებით ვაქცინაციის პროცესს უპირატესობებიც აქვს, მაგალითად ის, რომ საკმაოდ იაფია და არ საჭიროებს გამოცდილი ადამიანის/პერსონალის ჩარევას. მისი გამოყენება ეფექტურად არის შესაძლებელი შეზღუდული ჯანდაცვის რესურსების მქონე ადგილებშიც, რაც მოსახლეობის სამედიცინო ჩანაწერების შენახვას უზრუნველყოფდა. მიკრონემსების ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია, რადგან ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, მას სპეციალური მაცივრები არ სჭირდება.

შესაბამისად, ექიმი ქერი მადეის მტკიცება, რომ ადამიანების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მიკრონემსებით მოხდება, რის შედეგადაც ადამიანებს დაჩიპავენ, ფაქტებით მანიპულირებაა.

ლუციფერაზასთან დაკავშრებული დეზინფორმაცია ადრეც გავრცელებულა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებში წერდა ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

მტკიცება: ჰიდროგელი DAPRA-მ გამოიგონა, რომლის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია გროვდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ჰიდროგელები წყლის მშთანთქმელი პოლიმერებია. მათგან უმრავლესობა ბიოლოგიურად შეთავსებადი არის და, შესაბამისად, ბიომედიცინასა და ბიოინჟინერიაში გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ჰიდროგელი კორონავირუსის ვაქცინის შემადგენლობაში არ შედის და მისი საშუალებით ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ე.წ „საინფორმაციო ღრუბელზე“ არ გროვდება. ამასთანავე, ჰიდროგელი თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტოს (Department of Advanced Research Projects Agency- DAPRA) გამოგონება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს არც შეუქმნია და არც აღმოუჩენია ჰიდროგელი, მას ეს ნივთიერება საკუთარი კვლევების განვითარებისთვის გამოყენებული აქვს. პირველად ჰიდროგელი მაკრომოლეკულურ ქიმიაში 1960 წელს, პრაღაში, ქიმიკოსებმა ოტო ვიხტერლიმ და დრაგოსლავ ლიმმა აღმოაჩინეს.

ვაქცინების მეშვეობით ადამიანის მონაცემების შეგროვების, მათი „საინფორმაციო ღრუბელზე“ ატვირთვისა და მსგავსი დეზინფორმაციების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

მტკიცება: ID 2020-ით ადამიანებს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭებათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქერი მადეის მტკიცებით, ID 2020-ით ადამიანებს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი მიენიჭებათ, რომლის საშუალებითაც, საკრედიტო ბარათები, ნაღდი ფული, საჭირო აღარ იქნება. ეს კი, მისი აზრით, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობის დაკარგვის დასაწყისია. აღნიშნული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, ID2020-ს Covid-19-ის პანდემიასთან და ვაქცინებთან კავშირი საერთოდ არ აქვს. ID 2020- Digital Identity Alliance, არასამთავრობო ორგანიზაცია და ამავდროულად პროექტია, რომელიც 1,5 მილიარდი უსაბუთო ადამიანისთვის ციფრული იდენტიფიკაციის მინიჭების უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის მიზანი ციფრული სისტემის განვითარებაა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს საკუთარ მაიდენტიფიცირებელ და სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა (ბუნებრივია, ამ ინდივიდის თანხმობით) ნებისმიერი ადგილიდან შეეძლება. ID2020-ის მანიფესტის მეხუთე პუნქტში პერსონალური ინფორმაციის დაცულობის საკითხიც არის გათვალისწინებული. ყველა ინდივიდს საკუთარ ციფრულ იდენტობაზე წვდომა უნდა ჰქონდეს, მათ შორის, თუ როგორ მოხდება მისი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გაზიარება. პროექტი „ID 2020”“ ჯერ არ დაწყებულა და ის განხილვის ფაზაშია.

საკრედიტო ბარათების ფულის, თავისუფლებისა თუ დამოუკიდებლობის დაკარგვის შესახებ დეზინფორმაცია კი ე.წ. „ახალი მსოფლიო წესრიგის“ კონსპირაციის ნაწილია (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

რაც შეეხება ქერი მადეის მიერ გავრცელებულ სხვა მტკიცებებს - ვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის, ვაქცინის საშუალებით ადამიანის გენეტიკურად მოდიფიცირება ხდება, Covid-ვაქცინები სწრაფად განვითარდა და უსაფრთხო არ არის, ადამიანებს ვაქცინაციით ხელოვნურ ინტელექტთან აკავშირებენ - ასევე ყალბი მტკიცებებია, რომელთა შესახებაც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა, შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ, შემდეგ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) გაეცნოთ.

---------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კორონა ვირუსი
Freedom House
კვანტური ტატუ
ნინო ჩოხელი
ნინო ჩოხელი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა