• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: რომის პაპ ფრანცისკეს ინიციატივით, ბიბლია ახალი წიგნით უნდა შეიცვალოს

დეზინფორმაცია: რომის პაპ ფრანცისკეს ინიციატივით, ბიბლია ახალი წიგნით უნდა შეიცვალოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: რომის პაპ ფრანცისკეს ინიციატივით, ბიბლია ახალი წიგნით უნდა შეიცვალოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომის პაპი ფრანცისკე ბიბლიას აუქმებს და ახალი წიგნის შექმნის ინიციატივით გამოდის. პოსტის თანახმად, პაპმა ახალი წიგნის რამდენიმე სათაური უკვე განიხილა და მათ შორის უპირატესობა „ბიბლია 2000“-ს მიანიჭა. მასალაში მოყვანილია პაპ ფრანცისკესთვის მიწერილი ციტატა, რომლის თანახმადაც, მოძველებული წიგნით აუდიტორიასთან საუბრის გაგრძელება შეუძლებელია. ეს მრევლის შემცირებას გამოიწვევს, ამიტომ საჭიროა ეკლესიის მოდერნიზება.

მოცემულ ინფორმაციას არცერთი სანდო საინფორმაციო საშუალება, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Vatican News, არ ავრცელებს. მასალის პირველწყაროს ძიებას ვებგვერდ Thereisnews.com-მდე მივყავართ, სადაც სტატია 2018 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით: „რომის პაპი ფრანცისკე აუქმებს ბიბლიას და გვთავაზობს ახალი წიგნის შექმნას“. თუმცა ვებგვერდის აღწერაში მითითებულია, რომ Thereisnews.com იუმორისტული შინაარსის მქონე ვებგვერდია, რომელიც გართობის მიზნითაა შექმნილი და მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, შესაძლოა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. ვებგვერდის სათაურის ქვეშ წერია: „არა რეალური, მაგრამ სახალისო“.

აქედან გამომდინარე, Thereisnews.com-ზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გავრცელებისთანავე მიიპყრო უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ყურადღება (politifact.com, snopes.com, africacheck.org, factcheck.afp.com), რომლებმაც ამბის სიყალბე ერთხმად დაადასტურეს. 2018 წლის აპრილში აღნიშნულ ამბავს მანზინის ეპარქიის ეპისკოპოსი ხოსე ლუის ჯერარდო პონსი დე ლეონი გამოეხმაურა. მან საკუთარ სტატიაში აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მას უამრავმა ადამიანმა მიმართა კითხვით, ნამდვილად აპირებდა, თუ - არა პაპი ბიბლიის გაუქმებას. მისი თქმით, რომის პაპი არაერთხელ გამხდარა დეზინფორმატორთა მსხვერპლი მისი ორაზროვანი განცხადებების გამო, თუმცა ინფორმაცია, რომ იგი ბიბლიის გაუქმებას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან ერთად, ახალი ამბების სააგენტო Bignewsnetwork.com-ის მიერ 2020 წლის 3 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პაპი ფრანცისკე საკუთარ ქადაგებებში, ბიბლიის ციტირებას განაგრძობს. წიგნი გაუქმებული არ არის.

ინფორმაციის Vatican News-ზე გადამოწმების შემდეგ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პაპმა ფრანცისკემ ბიბლია არათუ გააუქმა ან გეგმავს მის გაუქმებას, არამედ მრევლს ბიბლიის დაკვირვებით წაკითხვისკენ და გაანალიზებისკენ მოუწოდებს.

---------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

----------------------------------------------------------------------------------------

ყალბი ამბავი გამოგვიგზავნა ფაქტ-მეტრისა და მოხალისეთა ჰაბის ერთობლივი პროექტის, "მოხალისე ფაქტჩეკერის" მონაწილემ, მარიამ ღლონტმა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა