• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინით „გენმოდიფიცირებულმა“ პირებმა ყოველ 3-6 თვეში განახლებული ვაქცინა უნდა გაიკეთონ

დეზინფორმაცია: ვაქცინით „გენმოდიფიცირებულმა“ პირებმა ყოველ 3-6 თვეში განახლებული ვაქცინა უნდა გაიკეთონ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ვაქცინით „გენმოდიფიცირებულმა“ პირებმა ყოველ 3-6 თვეში განახლებული ვაქცინა უნდა გაიკეთონ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17 მარტს Facebook-ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ გაავრცელა დოქტორ ტობი როჯერსის მიერ საკუთარ Twitter-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის სქრინი. ფოტოს თან ერთვის პოსტის ავტორის აღწერა. როგორც ფოტოში, ისე პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ მილიარდობით გენმოდიფიცირებულ ადამიანს გენომების განახლების მიზნით ხელახალი ინექცია დასჭირდებათ, „ისევე ხშირად, როგორც კომპიუტერის ოპერატიული სისტემის განახლება გვიწევს“. გარდა ამისა, პოსტის ავტორის თქმით, იმისთვის, რომ ვაქცინაციის შედეგად გენმოდიფიცირებულმა ადამიანის ორგანიზმმა მუტაციაგანცდილი ვირუსების გამკლავება შეძლოს,  ყოველ 3-6 თვეში განახლებული ვაქცინის ახალი დოზა უნდა გაიკეთოს. „აუცრელებს ეს არ გვჭირდება, ვინაიდან ღმერთისგან ბოძებული იმუნიტეტი ებრძვის და უმკლავდება მუდმივ ვირუსულ მუტაციებს პრობლემის გარეშე“.

როგორც ფოტომასალაში, ისე პოსტის აღწერაში არსებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ანტივაქსერული კამპანიის გაძლიერებისკენაა მიმართული.  

Twitter-ანგარიშის მიხედვით, ტობი როჯერსს დოქტორის ხარისხი აქვს. იგი კორონავირუსის და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის გარშემო საკუთარ Twitter-ანგარიშზე  დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს ხშირად ავრცელებს. მას ეკუთვნის ყალბი მტკიცება, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს და რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რისკები ვაქცინის სარგებელს აღემატება.  

მოცემულ პოსტში ტობი როჯერსი ამტკიცებს, რომ ვაქცინები ადამიანის ორგანიზმის გენეტიკურ მოდიფიცირებას ახდენს და გენომების განახლება ისევე ხშირადაა საჭირო, როგორც კომპიუტერის ოპერატიული სისტემის. მოცემული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. არცერთი ტიპის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსა და გენის მოდიფიცირებას არ იწვევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული COVID-19-ის ვაქცინების Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს შემადგენლობა და მოქმედების პრინციპები იხილეთ აქ.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ვაქცინირებულმა პირმა ყოველ 3-6 თვეში განახლებული ვაქცინის ახალი დოზა უნდა გაიკეთოს, რეალურ საფუძველს მოკლებულია. 

კორონავირუსის ორდოზიანი ვაქცინების პირველი დოზის მიღების შემდეგ, 1-2 კვირამდე პერიოდი არის საჭირო ორგანიზმის მიერ იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. ამასთან ერთად, Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის კლინიკური კვლევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ვაქცინის პირველი დოზა 52%-ით ეფექტურია, შესაბამისად, ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის დონე არ არის სრულყოფილი. სწორედ ამიტომ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, ორი ავტორიზებული ვაქცინის (იგულისხმება Pfizer/BioNtech-სა და Moderna-ს ვაქცინები) ეფექტური მუშაობისთვის და იმისთვის, რომ ვაქცინებმა 95%-მდე ეფექტურობა აჩვენოს, საჭიროა, რომ მომხმარებელმა ინექციის სრული კურსი ჩაიტაროს, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის შემთხვევაში 21, ხოლო Moderna-ს შემთხვევაში 28 დღე არის. AstraZeneca-ს ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში ინტერვალი პირველ და მეორე დოზას შორის 4-12 კვირამდე შუალედია. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება აუცილებელია, რათა პირი ვირუსისგან მაქსიმალურად იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის პირველი დოზა გარკვეულ იმუნიტეტს გამოიმუშავებს, იმავე ვაქცინის მეორე დოზა ამ იმუნიტეტს მეტად აძლიერებს და ვაქცინას მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედების საშუალებას აძლევს. 

ვაქცინების დამტკიცება, როგორც წესი, მრავალწლიანი კვლევებისა და ტესტირებების ჩატარების შემდეგ ხდება. თუმცა ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის ვაქცინებზე კვლევები და ტესტირება უფრო შემჭიდროვებულ დროში წარიმართა. მიუხედავად ამისა, ვაქცინას არცერთი საფეხური არ გამოუტოვებია და უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ეტაპი გაიარა. ამასთან ერთად,  სულ რამდენიმე თვეა, რაც ვაქცინების მოხმარება დაიწყო. აქედან გამომდინარე,  ჯერ არ გასულა საკმარისი დრო იმის დასადგენად, თუ რამდენი ხანი დარჩება ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი მანიპულაციურია და მიზნად მოქალაქეებში ანტივაქსერული განწყობების წახალისებას ისახავს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა