• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები

მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები

ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი ვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობაა.

06/04/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ქვეყნის შრომის ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი ვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობაა. საქართველოს დემოგრაფიული პირამიდა, რომელზეც მოსახლეობა 5- წლიანი სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა წარმოდგენილი, სტაციონარული ფორმით  გამოირჩევა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის განაწილება სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, დაახლოებით თანაბარია.

გრაფიკი 1: მოსახლეობის რიცხოვნობა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 5-წლიანი ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით, ათასი კაცი

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; „ფაქტ-მეტრის“ გამოთვლები

დემოგრაფიულ პირამიდაზე წარმოდგენილი მონაცემები  სამუშაო ბაზრისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, შედარებით შემცირებული მოსახლეობა 10-14, 15-19 და 20-24 ასაკობრივ ჯგუფებში, სამუშაო ბაზარზე ნაკლებ მოსალოდნელ მიწოდებას ნიშნავს. მნიშვნელოვანი ინდიკატორებია დამოკიდებულების თანაფარდობა და მოსახლეობის აქტიურობის დონე. დამოკიდებულების თანაფარდობა გვიჩვენებს რამდენი არასამუშაო ასაკის მოსახლე მოდის თითო სამუშაო ასაკის მოსახლეზე და ის შემდეგნაირად გამოითვლება:

დამოკიდებულების თანაფარდობა=((0-14  წლის ასაკის მოსახლეობა )+(65+ასაკის მოსახლეობა))/(14-64 წლის ასაკის მოსახლეობა)

2020 წლის დემოგრაფიული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების კოეფიციენტია 55%, რაც ნიშნავს, რომ ყოველ ერთ არასამუშაო ასაკის ადამიანზე (წლებში 0-14, 64+) დაახლოებით ორი სამუშაო ასაკის ადამიანი მოდის. სამუშაო ძალის აქტიურობის დონის დასათვლელად აქტიურ მოსახლეობას (სამუშაო ძალას) ვაფარდებთ 15+ ასაკის მოსახლეობასთან. სამუშაო ძალაში შედიან დასაქმებულები (თვითდასაქმებულები და დაქირავებით დასაქმებულები) და უმუშევრები (უმუშევრობა განისაზღვრება იმის მიხედვით, ადამიანი ეძებს თუ არა სამუშაოს და არის თუ არა მზად მუშაობის დასაწყებად [1] ).

გრაფიკი 2: აქტიურობის დონე, 2010-2020

 

წყარო: საქსტატი

აქტიურობის დონე საქართველოში 2015 წლიდან იკლებს და 2020 წლისთვის 50.5%-ია, რაც ნიშნავს, რომ 15 წლის ზემოთ მყოფი მოსახლეობიდან დაახლოებით ნახევარია ჩართული სამუშაო ძალაში, მეორე ნახევარი არ ეძებს სამუშაოს ან/და არ არის მზად დაიწყოს მუშაობა.

მომდევნო გრაფიკზე ჩანს, რომ ბოლო წლებში  სამუშაო ძალა მცირდებოდა. კლებადი ტენდენციის შემდეგ, კრიზისულ 2020 წელს  უმუშევრობის დონე  18.5%-მდე (2019-ის 17.6%-თან შედარებით) გაიზარდა და უმუშევართა რაოდენობამ 282 ათასი ადამიანი შეადგინა. თუმცა აქაც გასათვალისწინებელია სწორედ ნახსენები სამუშაო ძალის შემცირების გავლენა. კერძოდ, წინა წლებში უმუშევრობის დონე მხოლოდ „ქაღალდზე“ მცირდებოდა სწორედ სამუშაო ძალის შემცირების, მისგან ე.წ „იმედდაკარგული“ მუშახელის გადინების ხარჯზე. შედეგად, უმუშევრობის დონე არა დასაქმების ზრდის, არამედ უმუშევართა სამუშაო ძალიდან გასვლის ხარჯზე მცირდებოდა. აღნიშნული მიზეზით უმუშევრობის დონის შემცირება, შინაარსობრივად დადებით მოვლენას არ წარმოადგენს და რეალობაში მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ უმუშევარი ადამიანები,  დიდხნიანი უშედეგო ძებნის შემდგომ, სამუშაოს პოვნის სურვილს კარგავენ და  სამსახურის ძიებას წყვეტენ, რითაც უმუშევართა რაოდენობას მხოლოდ ტექნიკურად ამცირებენ.

გრაფიკი 3: სამუშაო ძალის გადანაწილება, 2010-2020

 

წყარო: საქსტატი

დასაქმების სტატუსის მიხედვით, 2020 წელს დასაქმებულთა უმრავლესობა, 68.1% დაქირავებით დასაქმებული, ხოლო დარჩენილი 31.9% კი თვითდასაქმებულია. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან თვითდასაქმებულთა წილის ცვლილების ტენდენცია ძირითადად კლებადია, შესაბამისად, დაქირავებულთა წილი მთლიან დასაქმებაში იზრდება. როგორც მესამე გრაფიკზე ჩანს, თვითდასაქმებულთა რიცხვი  რაოდენობრივადაც მცირდება, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი კი გაზრდილია, თუმცა 2019-2020 წლებში შემცირება აღინიშნება.

გრაფიკი 4: დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით, 2010-2020

 

წყარო: საქსტატი

დასაქმების სტატუსის გარდა მნიშვნელოვანია დასაქმებულთა გადანაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით. ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 23% სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული.

გრაფიკი 5: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით, 2010-2019

 

წყარო: საქსტატი

სახელმწიფო სექტროში დასაქმების წილმა მინიმუმს 2014 წელს მიაღწია, შემდგომ პერიოდში კი დაბალი ტემპით, თუმცა ისევ ზრდას განაგრძობს და 2019 წლის მდგომარეობით, ჯამურმა ზრდამ - 2.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული გადანაწილება ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მეოთხე დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ამავდროულად, 2017-2019 წლებში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა აბსოლუტური ოდენობის ზრდის ფონზე, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მცირდება. რაც მისაღები სურათი არ არის. სასურველია, დასაქმებულთა ოდენობა კერძო სექტორში ზრდის, საჯარო სექტორში კი - დასაქმების როგორც წილი, ასევე აბსოლუტური მაჩვენებლები, შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდეს.

[1]  საქსტატი უმუშევრად თვლის 15+ ასაკის ადამიანს, რომელიც გამოკითხვამდე წინა 7 დღის განმავლობაში, ერთი საათითაც კი არ მუშაობდა, ბოლო 4 კვირაში ეძებდა სამუშაოს და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში.

თეგები:
წყალმომარაგება
შრომის ბაზარი
დემოგრაფიული მდგომარეობა
რატი ფორჩხიძე
რატი ფორჩხიძე

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა