• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „ფაიზერის“ ვაქცინაში თხევადი, უხილავი ჩიპების ინტეგრირება იგეგმება

დეზინფორმაცია: „ფაიზერის“ ვაქცინაში თხევადი, უხილავი ჩიპების ინტეგრირება იგეგმება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: „ფაიზერის“ ვაქცინაში თხევადი, უხილავი ჩიპების ინტეგრირება იგეგმება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12-13 აპრილს სოციალურ ქსელში „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2). მასალის თანახმად, ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში თხევადი, უხილავი ჩიპი იქნება  ინტეგრირებული, რომელიც ვირუსის სიმპტომებს შეამცირებს. ფარმაცევტულმა კომპანიამ „მაიკროსოფტთან“ ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, პროცესორული ჩიპის - „მაიკროსოფტ პლუტონის“, ვაქცინაში ინტეგრირების შესახებ. მასალაში ასევე მოცემულია „მაიკროსოფტის“ აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას განცხადება, რომლის თანახმადაც, ვაქცინაში ჩიპების ინტეგრირება „დიდებული რევოლუციაა მედიცინაში“, რომელიც ვაქცინირებულებზე დაკვირვებას გააადვილებს. პოსტის ავტორის თანახმად, სატია ნადელა ამბობს, რომ „მაიკროსოფტ პლუტონის“ საშუალებით შესაძლებელი იქნება ორგანიზმში ტემპერატურის ნორმის დარეგულირება და სხეულში ვირუსის მოქმედების შეზღუდვა. Facebook-პოსტის კომენტარებში ასევე თანდართულია მასალის წყარო - გამოცემა The Stonk Market-ის სტატია.

2021 წლის 8 აპრილს გამოცემა TheStonkMarket.com-ის ვებგვერდზე ნამდვილად გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია კომპანია „ფაიზერის“ გეგმაზე COVID-19-ის ვაქცინის განახლებასთან დაკავშირებით. სტატიის თანახმად, კომპანია ვაქცინაში ჩიპის, „მაიკროსოფტ პლუტონის“ ინტეგრირებას გეგმავს. ჩიპის საშუალებით შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის შემდეგ „ვაქცინასთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირება“. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია Apple ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნასთან“ მსგავსი გარიგების დადებას გეგმავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

რეალურად, TheStonkMarket.com წარმოადგენს სატირულ გამოცემას, რომელიც ფინანსურ ინდუსტრიასთან, აქციებთან და გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებით სატირული შინაარსის მქონე სიახლეებს აქვეყნებს. გამოცემა ღიად აცხადებს, რომ მათ მიერ გავრცელებული სიახლეები იუმორისტული ხასიათისაა. შესაბამისად, TheStonkMarket-ის მიერ კომპანია „ფაიზერსა“ და „მაიკროსოფტს“ შორის შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატია სინამდვილეს არ შეესაბამება და სატირულ შინაარს ატარებს. მტკიცება ვაქცინაში თხევადი ჩიპის ინტეგრირებასთან დაკავშირებით რეალურ საფუძველს მოკლებულია. ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელებულ პოსტში კი არ არის მინიშნება, რომ ინფორმაციას იუმორისტული შინაარსი აქვს. ამიტომ პოსტს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ამასთან ერთად, სტატიაში არსებული ციტატა სატია ნადელას არასდროს და არსად განუცხადებია.

აღნიშნულ საკითხს უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი პლათფორმები - Reuters.com,  Snopes.com გამოეხმაურნენ და გავრცელებული მასალა   სატირად  შეაფასეს.

„ფაიზერის“ ვაქცინის შემადგენლობასთან და მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით ინფორმაცია, შეგიძლიათ, იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მოდერნა
covid-19
ჩიპები
covid-19
მოდერნა
ჩიპები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა