• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი დამახინჯებულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი დამახინჯებულად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

21/05/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი დამახინჯებულად ვრცელდება 

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 20 მაისს საინფორმაციო გამოცემებმა - Digest.pia.ge და Report.ge - გამოაქვეყნეს სტატია, სათაურით - „თუ აცრის შემდეგ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი მოიკოჭლებს - ბიძინა კულუმბეგოვი“:

 

მართალია, სტატიაში ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის, ინტერვიუ სრულადაა წარმოდგენილი, თუმცა სტატიის სათაური სრულ კონტექსტს არ ასახავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. 

სინამდვილეში, კულუმბეგოვმა რუსთავი 2-ის  გადაცემის, „დღის კურიერის“, ეთერში განმარტა, რომ მამაკაცების შემთხვევაში, ნებისმიერმა ტემპერატურულმა ვირუსმა, შესაძლოა, სპერმატოზოიდების ფუნქციის 2-კვირიანი დაქვეითება გამოიწვიოს. იქვე აღნიშნა, რომ ანალოგიური ვრცელდება ვაქცინის შემთხვევაშიც - თუ ვაქცინირებულს ტემპერატურა დაუფიქსირდა, შესაძლებელია, სპერმატოზოიდული ფუნქცია 2-3 კვირის განმავლობაში დაქვეითდეს. როგორც სტატიაშივეა განმარტებული, კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს რეაქცია გამოწვეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ცხელებით და ტემპერატურული ვირუსებით და არა ვაქცინაციით“. 

აღსანიშნავია, რომ სტატია მოცემული სათაურით თავდაპირველად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა, რაც მალევე ჩაასწორა. ამჟამად ტელევიზიის ვებგვერდზე არც პირველადი და არც ჩასწორებული ვერსია აღარ იძებნება.

მიუხედავად ამისა, Digest.pia.ge-ისა და Report.ge-ის სტატიების სათაურები უცვლელია - მათში არ ჩანს, რომ სპერმატოზოიდების ფუნქცია შესაძლოა, ნებისმიერი სიცხის გადატანის შემთხვევაში, თანაც მხოლოდ 2-3 კვირით, დაქვეითდეს, რასაც კავშირი ვაქცინასთან არ აქვს. ამრიგად, საინფორმაციო გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაური მანიპულაციურია, რაც დამატებითი კონტექსტის გარეშე, მომხმარებელს არასწორ ინფორმაციას აწვდის. 

არქივირებული ბმულები:

Digest.pia.ge - თუ აცრის შემდეგ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი მოიკოჭლებს - ბიძინა კულუმბეგოვი 

Report.ge - თუ აცრის შემდეგ ტემპერატურა დაფიქსირდება, მამაკაცის განაყოფიერების უნარი მოიკოჭლებს - კულუმბეგოვი

Rustavi2.ge - "ნებისმიერი ტემპერატურით მიმდინარე ვირუსისას სპერმატოზოიდების ფუნქცია დროებით ქვეითდება" - აქვს თუ არა ვაქცინას გავლენა კაცის ფერტილობაზე 

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბიძინა კულუმბეგოვი
კოვიდსტატისტიკა
განაყოფიერების უნარი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა