• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საარჩევნო ადმინისტრაციამ თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2014-2020  წლებში 3 846 201 ლარი დაიხარჯა

საარჩევნო ადმინისტრაციამ თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2014-2020 წლებში 3 846 201 ლარი დაიხარჯა

2020 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების ობიექტურობა დღემდე დავის საგნად რჩება.

16/06/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2020 წლის ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების ობიექტურობა დღემდე  დავის საგნად რჩება. ოპოზიცია ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა, სახელისუფლებო გუნდი კი მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზების არსებობას აღიარებს. 

მხარეებს შორის დებატებისას რამდენჯერმე გაჟღერდა საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციისა და კომპეტენციის კრიტიკა. სწორედ ამ მიზეზით ცდილობენ შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსის ახსნას ისინი, ვინც არჩევნების შედეგების გაყალბებას გამორიცხავს, მაგრამ ოქმებში შეუსაბამობების არსებობას აღიარებს. 

საოლქო და საუბნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებისა და  წარმომადგენლების, არჩევნებთან დაკავშირებული სხვა პირებისა და ზრდასრული ასაკის მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კი არაერთი ტრენინგი და სხვა აქტივობა ტარდება. „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, გაგაცნოთ, რამდენი პირი გადამზადდა ამ პროგრამების ფარგლებში და რა მოცულობის თანხა დაიხარჯა მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ინფორმაცია ცესკო-სგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ.

როგორც ირკვევა, 2014-2020 წლებში, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში,  ტრენინგებსა და სხვა სახის აქტივობებს 285 482 პირი დაესწრო. სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარების  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, ჯამში 3 846 201 ლარი დაიხარჯა (დანართი 1).

ცხრილი 1. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის განხორციელებული აქტივობები

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ტრენერთა ტრენინგი კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის საკითხებში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით განხორციელდა, ხოლო ტრენინგი საარჩევნო დავების საკითხებზე საქართველოში ევროპის საბჭოს (CoE) ოფისთან თანამშრომლობით ჩატარდა. 

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით  კიდევ არაერთი აქტივობა განხორციელდა (დანართი 2). კერძოდ: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR), ინდოეთის საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით, სხვადასხვა დროს, ტრენინგები ჩაუტარდა  აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების 1 996 თანამშრომელს. ასევე განხორციელდა საორიენტაციო პროგრამები და სემინარები სხვადასხვა თემაზე. ამ აქტივობებისთვის, 2014-2020 წლებში, ჯამში, 41 072 ლარი გაიხარჯა. 

თეგები:
ცესკო
სინოვაკი
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა