• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როგორ პასუხობს ბიძინა კულუმბეგოვი მედიაკავშირ „ობიექტივის“ ანტივაქსერულ და დეზინოფრმაციულ გზავნილებს

როგორ პასუხობს ბიძინა კულუმბეგოვი მედიაკავშირ „ობიექტივის“ ანტივაქსერულ და დეზინოფრმაციულ გზავნილებს

სოციალურ ქსელში მედიაკავშირი „ობიექტივის“ გადაცემის „ღამის სტუდიის“ ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც კოვიდვაქცინების შესახებ არაერთ მანიპულაციურ და ყალბ ინფორმაციას შეიცავს.

23/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

როგორ პასუხობს ბიძინა კულუმბეგოვი მედიაკავშირ „ობიექტივის“ ანტივაქსერულ და დეზინოფრმაციულ გზავნილებს

სოციალურ ქსელში მედიაკავშირი „ობიექტივის“ გადაცემის „ღამის სტუდიის“ ჩანაწერი გავრცელდა, რომელიც კოვიდვაქცინების შესახებ არაერთ მანიპულაციურ და ყალბ ინფორმაციას შეიცავს. გადაცემის სტუმარი ცნობილი ანტივაქსერი და ჰომეოპათი თინა თოფურია იყო, რომელიც COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას მუდმივად ავრცელებს.

მტკიცება: აცრილს თუ დაემართა ვირუსი მისი შტამი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აუცრელის.... კორონავირუსის ახალი შტამები ეს არის აცრის ბრალი...

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ თითქოს ვაქცინები ვირუსის მუტაციას და უფრო საშიში შტამებს წარმოქმნას ხელს უწყობს, არის ყალბი ამბავი.

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. რაც უფრო დაბალია ვაქცინაციის დონე, მით უფრო მაღალია ვირუსის მუტაციის ალბათობა. ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს, „ვირუსებისთვის დამახასიათებელია ახალი ვარიანტების წარმოქმნა, რაც მეტ ადამიანში იმოგზაურებს ვირუსი, მით მეტად განიცდის მუტაციას და ახალი შტამები წარმოიქმნება. რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი ვირუსი სუსტდება და მუტაციის უნარი მცირდება.

არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რომ ვაქცინირებული ადამიანი ხელს უწყობს ვირუსის მუტაციას და უფრო სახიფათო შტამის წარმოქმნას“.

მტკიცება: უკვე დამტკიცდა, რომ რნმ ვაქცინები ცვლის გენეტიკას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, თითქოს ვაქცინებს გენეტიკური კოდის/დნმ-ის შეცვლა შეუძლია. რეალურად, mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს.

ვაქცინები, მათ შორის რნმ ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, მასში ცვლილებებს ვერ შეიტანს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციის შემდეგ, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. შესაბამისად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის გენეტიკას ვერ შეცვლის.

მტკიცება: სინოფარმის ერთ-ერთი უკუჩვენება დიაბეტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

თინა თოფურიას განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი გერმანულენოვან ინსტრუქციებში იყო და შემდგომ გააქრეს და სწორედ ამ ინფორმაციას ეყრდნობა.

სინოფარმი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის ავტორიზებული. აღსანიშნავია, რომ საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის მინიჭებამდე, ვაქცინები ფართომასშტაბიან და დეტალურ შემოწმებას გადიან. შემოწმება დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯგუფების მიერ, კლინიკური კვლევების II და III ფაზების, უსაფრთხოების, ეფექტურობის, ხარისხის მონაცემების, რისკების მკაცრ შეფასებას მოიცავს. სინოფარმის ვაქცინაზე მითითება, რომ დიაბეტი ვაქცინის უკუჩვენებაა, არც მწარმოებლის და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, არ არსებობს.

ბიძინა კულუმბეგოვი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განმარტავს: „სინოფარმის უკუჩვენება არანაირად არ არის დიაბეტი. მესამე ფაზის კვლევებმა აჩვენა, რომ დიაბეტის შემთხვევაში, ვაქცინის ეფექტიანობის [დაცვის] მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია, ალბათ აქედან მოდის ეს მითიც. დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან, რადგან მათ აქვთ დაბალი იმუნური სისტემა და კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში, აქვთ შედარებით მაღალი რისკი დაავადების გართულების“.

მტკიცება: მიუხედავად ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა, ყველგან კატასტროფული მდგომარეობაა... მაგალითად ისრაელი...

ვერდიქტი: მანიპულირება

მსოფლიოში დელტა ვარიანტი დომინანტური ხდება, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მათ შორის - ვაქცინირებულ მოსახლეობაშიც. ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ვაქცინები არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად.

ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება, რაც სწორედ, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. საშუალოდ, დღიურად, გარდაცვალების დაახლოებით 2 შემთხვევა ფიქსირდება.

აღნიშნულ მანიპულაციასთან დაკავშირებით, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა: „ყველა ავტორიზებული ვაქცინა (მათ შორის - სინოფარმი და სინოვაკი) გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბიძინა კულუმბეგოვი
ჟურნალისტები
ობიექტივი
სოსო მანჯავიძე
კოვიდვაქცინა
ანტივაქსერები
ბიძინა კულუმბეგოვი
ობიექტივი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა