• ჩვენ შესახებ
    1. მეთოდოლოგია
    2. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე 2025 წლის 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივ საწარმო POLAT YOL & MAPA-ს, რომელიც გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულება შეუწყდა.

12/08/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე 2025 წლის 26 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივ საწარმო POLAT YOL&MAPA-ს, რომელიც გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულება შეუწყდა. უწყების განცხადებით, გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით, პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა. პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ამ ავტოტრანსპორტის მოძრაობა 11 კმ-იან მონაკვეთზე უკვე გახსნილია, მაგრამ დარჩენილ 3 კმ-ზე სამუშაოები სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობდა.

ის, რომ 11-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უკვე გახსნილი იყო, სამინისტრომ ჯერ კიდევ 2024 წლის 15 მარტს გვამცნო. იმ დროს უწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერქვა, მინისტრს - ირაკლი ქარსელაძე. სახელი ერთსაც შეეცვალა და მეორესაც, უცვლელი დარჩა საპროექტო გზის მდგომარეობა.

პროექტის განხორციელება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა მხარემ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 228 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E 70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულად თურქულ კომპანია JV Polatyol & Mapa დასახელდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოები დაწყებიდან 24 თვეში უნდა დასრულებულიყო.

განცხადება, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანია JV Polatyol & Mapa არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მათ შორის, აქვს სახელფასო დავალიანება, რის გამოც, პერსონალი გაფიცულია და სამუშაოები არ მიმდინარეობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 30 მაისსაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელი არაერთხელ გააფრთხილა, საჯარიმო სანქციებიც დააკისრა, თუმცა მდგომარეობა უცვლელი დარჩა. კომპანიას მიეცა ბოლო გაფრთხილება, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაშიც, უწყება მასთან კონტრაქტს გაწყვეტდა. საბოლოოდ, ამ შეტყობინებიდან ორ თვეში, შემსყიდველმა დაპირება აასრულა და JV Polatyol & Mapa-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 23 სექტემბერს Business Media-ს ეთერში გიორგი წერეთელმა, დეპარტამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, JV Polatyol & Mapa ახსენა. მან თქვა, რომ კომპანიას, რომელიც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია, ბათუმის შემოვლითი გზის, ასევე გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაში სუსტი პროგრესი აქვს. „მას შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა, მას აქვს კონტრაქტის პირობითაც ვადები, რომ ეს პროგრესი გამოასწოროს და დაეწიოს ჩამორჩენილ სამუშაოებს, რომელიც აქვს. ვნახოთ, ველოდებით. სუსტი პროგრესის მიზეზი, ალბათ, გარკვეულწილად, არის ფინანსური რესურსები, რომელიც კომპანიას გააჩნია, ფინანსების უქონლობა. ველოდებით ჩვენც მათ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ იმოქმედებენ. შეასრულებენ, თუ - არა იმ ვალდებულებებს, რომლებიც მათ წერილით და შესაბამისი შეტყობინებით მიუვიდათ, საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ. თუ არ შეასრულებენ, ჩვენ კონტრაქტის შესაბამისად ვიმოქმედებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს,"- უწყების ხელმძღვანელმა ეს ორი წლის წინ განაცხადა.

ბათუმის შემოვლითი გზის გახსნის შესახებ განცხადება დეპარტამენტმა 2024 წლის 11 ოქტომბერს გაავრცელა. სამუშაოებს აქაც JV Polatyol & Mapa ახორციელებდა. პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ABD) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მთლიანმა ღირებულებამ 330 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული პროექტი დიდი ვადაგადაცილებით (თავდაპირველი ვადაც 2020 წელი იყო) დასრულდა, თუმცა დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას პროექტის დასრულების შემდეგაც ითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ხელფასი 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არ აუღიათ. სხვათა შორის, ბათუმის შემოვლითი გზის გახსნაც სწორედ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა. გზის საზეიმო გახსნიდან რამდენიმე საათში, მძღოლებმა „აჭარა თაიმსს“ უთხრეს, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო. კერძოდ, მახინჯაურის მხარეს, სადაც შემოვლითი გზა სრულდება, მათ ბეტონის ფილები დახვდათ და გადაადგილება ვერ შეძლეს. მოძრაობა მას შემდეგ განაახლეს, რაც ერთ-ერთმა მძღოლმა, თავისი სპეციალური ტრანსპორტით, ეს ფილები გადასწია. ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, 28 ივლისის მდგომარეობით, კომპანიას დასაქმებულებისთვის ხელფასი ჯერაც არ გადაუხდია.

არსებული მდგომარეობით, უცნობია, როდის გაგრძელდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტიურად მუშაობენ, რათა პროექტი ახალი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს და წლის ბოლომდე დასრულდეს.


ფოტო: ბათუმელები

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა