• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ფლორენციაში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ აქციას პოლიციაც შეუერთდა

დეზინფორმაცია: ფლორენციაში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ აქციას პოლიციაც შეუერთდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი Nino Asatiani Facebook-ზე ვიდეოს შეცდომაში შემყვანი სათაურით ავრცელებს.  25 ივლისს გაზიარებულ ვიდეოში, რომელსაც 9.3 ათასი გაზიარება და 1.3 ათასი რეაქცია აქვს, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ფლორენციაში „კოვიდ-ფაშიზმის გასაპროტესტებელ აქციაზე პოლიციელთა ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა“. 

სინამდვილეში, კორონავირუსთან დაკავშირებული დემონსტრაციები იტალიის 80 ქალაქში 24 ივლისს მართლაც გაიმართა, თუმცა არ არსებობს არანაირი დასტური ან ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ რომელიმე ქალაქში, პოლიციელთა ნაწილმა გამოსვლის მონაწილეებს მხარი დაუჭირა ან მათ შეუერთდა. აღნიშნულ ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ პოლიციელები პროტესტანტებისგან განსხვავებით, უბრალოდ მიყვებიან ხალხის ნაკადს და რაიმე სახის საპროტესტო მესიჯებს არ სკანდირებენ. აღნიშნული დეზინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელებული დეზინფორმაციის მსგავსია, სადაც ავსტრიაში 2020 წლის 26 დეკემბრის შემდგომ  ჩატარებული გამოსვლების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვენაში გამართულ Covid-19-ის აკრძალვების საწინააღმდეგო დემონსტრაციას პოლიციაც შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ იდენტური შინაარსის პოსტები გავრცელდა  17 ივლისს საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების შესახებაც.  არც ერთ ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში, პოლიცია დემონსტრანტებს არ შეერთებია. 

 

რა არის იტალიაში პროტესტის მიზეზი?

იტალიის მთავრობამ, ინფექციის რიცხვის ზრდასთან ბრძოლის მიზნით, ზომები გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აგვისტოდან მოსახლეობას სასადილოში ან მუზეუმებში, სპორტული დარბაზებისა და აუზების ან სხვა დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად ვაქცინაციის მტკიცებულება, ტესტის უარყოფითი შედეგი ან Covid-19-ის გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი დასჭირდება. 

აღნიშნული „მწვანე პასპორტების“ შემოღების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში, ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენის გამო, საგრძნობლად მოიმატა. 22 ივლისს, 21 მაისის შემდგომ პირველად, ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 5000-ს გადასცდა. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი  იტალიის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რადგან მისი  განცხადებით, დელტა ვარიანტი, მისი სწრაფი გავრცელების გამო, ბევრად დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

24 ივლისს, აღნიშნული რეგულაციის გასაპროტესტებლად ფლორენციაში ასობით ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, როგორც აღინიშნა, მტკიცება, რომ აქციებს პოლიციაც შეუერთდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
QR კოდი
ივანე ჩხაიძე
ფლორენცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა