იტვირთება

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ 30 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მოქმედი მერები ან ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა, წამყვან თანამდებობაზე მომუშავე პირები (საკრებულოს თავმჯდომარეები, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები) დაასახელა. „ფაქტ-მეტრი“ ზემოხსენებული პირების საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემულ სტატიაში გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას იმ დარღვევებისა თუ სავარაუდო დარღვევების შესახებ, რომლებიც ქარელის მუნიციპალიტეტში, მოქმედი მერის, ზაზა გულიაშვილის მერის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა.

ქარელის მერობის კანდიდატი - ზაზა გულიაშვილი

ზაზა გულიაშვილი 2017 წლიდან ქარელის მუნიციპალიტეტის მერია. მანამდე 2014 წლიდან ის ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლად მუშაობდა.

2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვის გამო, მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

გარდა ამისა, აუდიტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის სათანადო პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ არ მიეღო უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსი დახარჯა ისეთ ობიექტებზე, რომლებსაც მოვლა-პატრონობას ვერ უწევს და ვერ იყენებს.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 178.6 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ.

იქვე ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია ვერ უზრუნველყოფდა საიჯარო ხელშეკრულებების პირობების სათანადოდ განსაზღვრას და გაცემული ქონების ადმინისტრირებას, რის გამოც 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, იჯარით გაცემული ქონებიდან არ მიუღია, სულ მცირე, 27.0 ათასი ლარის შემოსავალი.

აუდიტის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებობს ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები, რის გამოც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების 31 Ⴑაქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“. 2021 შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 19 კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას. სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად გამოიყენება დაფინანსება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა.

აღსანიშნავია მედიაში გავრცელებული ცნობები გულიაშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გასული წლის ოქტომბერში გავრცელებული სიუჟეტის თანახმად, ზაზა გულიაშვილმა მოქალაქე ზაზა გულიაშვილს, ანუ საკუთარ თავს, თავისივე ბრძანებით ბინა აჩუქა.

ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გულიაშვილს მიწის ნაკვეთების უმეტესობა ნათესავებსა და თანამშრომლებზე აქვს გაფორმებული, თუმცა ფაქტობრივი მესაკუთრე თავად არის.


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი