იტვირთება

6 ოქტომბერს Facebook-გვერდმა „ლიდერი 41“ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. Facebook-პოსტში წარმოდგენილია სქრინი 1tv.ge-ის ვიზუალით, რომელზეც გამოსახულია პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანის ფოტო და ციტატა, რომელსაც მას „ლიდერი 41“ მიაწერს: „როგორც მითხრეს, პუტინს ძილი დაეკარგა. აზანზარებს მას სააკაშვილის შიში“.

თაკო ჩარკვიანმა საქართველოში ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაცია სახელად „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა, რის შესახებაც განცხადება მან 2021 წლის 10 სექტემბერს გააკეთა. ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „ჩვენ სახელმწიფო გვქონდა. სახელმწიფო არ გვაქვს, მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში. გამომდინარე აქედან, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში, მე – თამარ ჩარკვიანი, რომ მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად დასაბრუნებლად ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე“.

თუმცა, ციტატა, რომელსაც „ლიდერი 41“ 1tv.ge-ის ვიზუალით ავრცელებს, თაკო ჩარკვიანს არ გაუჟღერებია. 1tv.ge-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, Facebook-გვერდზე ან სხვა ღია წყაროებში თაკო ჩარკვიანის მსგავსი ციტატა არ იძებნება.

Facebook-გვერდი „ლიდერი 41“ ISFED-ის ანგარიშების თანახმად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. გვერდის მიერ გამოქვეყნებული მასალის შინაარსი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ლიდერების ოჯახურ ფოტოებთან ასოცირდება, თუმცა ქვეყნდება ოპოზიციის და მედიის მადისკრედიტებელი, ასევე ნაციონალისტური ხასიათის პოსტებიც.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი