• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პოლონელმა მეცნიერმა კოვიდინექციაში უცხო სხეული აღმოაჩინა

დეზინფორმაცია: პოლონელმა მეცნიერმა კოვიდინექციაში უცხო სხეული აღმოაჩინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/10/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

19 ოქტომბერს Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ვიდეო გამოაქვეყნა. გვერდის აღწერის თანახმად, ვიდეოში საუბარია პოლონელი მეცნიერის მიერ კოვიდინექციაში აღმოჩენილი შოკისმომგვრელი მასალის შესახებ. ორიგინალი ვიდეომასალა პოლონურ ენაზეა, თუმცა თანდართული ინგლისურენოვანი სუბტიტრების მიხედვით, „ექიმი“ ფრანკ ზალევსკი საუბრობს ვაქცინირებულ ორგანიზმში აღმოჩენილ პარაზიტულ ორგანიზმზე, რომელსაც იგი მოიხსენიებს „რაღაც“  (The Thing) სახელწოდებით. ზალევსკი ამბობს, რომ კოვიდვაქცინებში სწორედ იმისთვისაა დამატებულია გრაფენი, რომ გამოკვებოს ამ უცხო სხეულის კვერცხი“. მისი თქმით, შესაფერის გარემოში უცხო სხეული, რომელსაც აქვს თავი და საცეცები, იწყებს ზრდას. ის დამზადებულია ალუმინის და ნახშირბადისგან და კოვიდსაწინააღმდეგო  ვაქცინით აცრილთა სხეულში შესაძლოა, რომ უკვე არსებობდეს. ზალევსკის თანახმად, მსგავსი სხეული ი-რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებთანაა დაკავშირებული.

„ბოლო ჟამის ქრისტიანები“ პოსტის კომენტარებში ამტკიცებს, რომ ვიდეოში მოცემული ინფორმაცია სრული სიმართლეა და სხვა ექიმებმაც იგივე აღმოაჩინეს. ამის დემონსტრირებისთვის კი თან ურთავს „ექიმ-ოსთეოპატის“, ქერი მადეის ვიდეოს. აღსანიშნავია, რომ „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია ანტივაქსერი ქერი მადეის ვიდეოგამოსვლები და ინტერვიუები, სადაც იგი ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, რომ ი-რნმ ვაქცინები ცვლის ადამიანის დნმ-ს; რომ ი-რნმ ვაქცინების საშუალებით ადამიანის მე-8 ქრომოსომაზე თავდასხმა მოხდება და რომ ვაქცინაციის შედეგად, ჩვენ მოსიარულე გაჯეტებად გადავიქცევით. 

ვიდეოს 1000-ზე მეტი ნახვა და 300-ზე მეტი გაზიარება აქვს.

რეალურად, ვიდეოში მოყვანილი მტკიცებები მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია, სიმართლეს არ შეესაბამება და მოქალაქეებში ვაქცინისადმი უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

ორიგინალი ვიდეოს reverse search მეთოდით ძიებას ისეთ კონსპირაციულ, არასანდო, შეთქმულების თორიების გამავრცელებელ ვებ-გვერდებამდე მივყავართ, როგორებიცაა:  There is no pandemic, expandingawarenessrelations, bitchute.com, seemorerocks.is, mybroadband.co.za, cda.pl. აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ეფუძნება სანდო წყაროებს. თავად ვებ-გვერდების საქმიანობა კი არ არის გამჭვირვალე.

რაც შეეხება ფრანკ ზალევსკის, პიროვნებას, რომელიც ვიდეოში საუბრობს და საკუთარ თავს ექიმს უწოდებს, რეალურად, პროფესიით გეოლოგია. 2014 წელს მან სოსნოვიეკის სილეზიის უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა. დისერტაციის თემა იყო  „ეგვიპტის ძველი სამეფოს მეგალითების ასაგებად გამოყენებული მასალების მინერალოგიური და პეტროგრაფიული მახასიათებლები“. ზალევსკის აკადემიური წოდება არანაირ კავშირში არ არის მედიცინასთან, ქიმიასთან ან ვირუსოლოგიასთან. იგი მეცნიერების სფეროში საკამათო ფიგურადაა მიჩნეული.

ი-რნმ ვაქცინებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ვაქცინებში ნივთიერება გრაფენის არსებობას ეხება. გრაფენის ოქსიდი არის ნანომასალა, რომელიც გრაფიტის დაჟანგვის გზით მიიღება. გრაფენისა და გრაფენის ოქსიდის გამოყენება სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება. Meedan’s Health Desk-ის თანახმად, პოტენციურად ამ ნაერთის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინებში, სადაც ის ისეთი რაოდენობით იქნება კონცენტრირებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. თუმცა სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, იმის დასადგენად, იქნება, თუ - არა ნაერთი სრულიად უსაფრთხო და ეფექტური ბიოსამედიცინო გამოყენებისთვის, კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რაც შეეხება COVID-ის დღეს არსებულ ვაქცინებს, დასახელებული ნივთიერება არცერთი მათგანის შემადგენლობაში არ ფიგურირებს. მეთიუ დიასომ  ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელმა ინჟინერიაში, რომელიც სწავლობს ნივთიერება გრაფენის   ექსფოლიაციის მექანიზმებს სითხეებში, საკუთარ Twitter-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: „ვაქცინები გრაფენის ან გრაფენის ოქსიდის 1%-ს მაინც რომ შეიცავდეს, მაშინ მათ მუქი შეფერილობა ექნებოდათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები კი ან მთლიანად გამჭვირვალე ან მოყვითალო შეფერილობისაა“.

ამასთან ერთად, Pfizer-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, კიანა გაზვირმა Reuters-თან იმეილ მიმოწერის დროს აღნიშნა, რომ „გრაფენის ოქსიდი Pfizer-BioNTech-ის წარმოების დროს არ გამოიყენება“. Moderna-ს კორპორაციული საკითხების მთავარმა ოფიცერმა, რეი ჯორდანმა კი Reuters-თან განაცხადა: „შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენი პროდუქცია გრაფენის ოქსიდს არ შეიცავს“. 

აქედან გამომდინარე, ვიდეოში წარმოდგენილი უცხო სხეულის დაკავშირება კოვიდვაქცინებთან და იმის მტკიცება, რომ ვაქცინირებულის სხეულში მსგავსი სახის ორგანიზმები შეიძლება აღმოჩნდეს, სრულიად მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს და  ყალბ ამბავს წარმოადგენს. მსგავსი კონტენტის ვიდეომასალის გავრცელება ვაქცინებისადმი ნდობის შერყევას ემსახურება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ ავტორიზებული არცერთი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არც გრაფენს და არც ალუმინს არ შიცავს. ვაქცინირებულის სხეულში მსგავსი სახის უცხო სხეულის წარმოქმნის შესახებ მტკიცება ყალბია და ანტივაქსერთა შეთქმულების თეორიების ნაწილს წარმოადგენს.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჟურნალისტები
სიკვდილი
უცხო სხეული
პოლონელი მეცნიერები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა