იტვირთება

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „მთავარი news” არასამთავრობო ორგანიზაცია - „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა - „ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ის მიშამ გააუპატიურა“. აღნიშნული პოსტი შემდგომში სხვადასხვა ჯგუფშიც გაზიარდა.

სინამდვილეში, „მთავარი news” მიერ გავრცელებული მასალა არცერთ სანდო მედიასაშუალების ვებგვერდზე არ იძებნება.

„მთავარი news”-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი 16 ოქტომბრით თარიღდება. 16 ოქტომბერს, რუსთავის ციხესთან, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიხელ სააკაშვილისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვდნენ. კონკრეტულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა ნანა კაკაბაძეც და „მთავარი news”-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოც აქედან არის აღებული.

წყარო: პირველი არხი

ნანა კაკაბაძე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიან მმართველობის პერიოდს შეეხო და განაცხადა, რომ „ცხრაწლიანი, სააკაშვილის რეჟიმის დროს რაც სრულიად საქართველომ გადაიტანა, ეს იყო საოცარი სახადი, რომელიც ჩვენ მოვიხადეთ და რომელიც აღარასოდეს განმეორდება..... ნუ უქმნით სასათბურე პირობებს, ეს განაპირობებს სულ სხვა ძალადობას, ეს შობს შურისძიებას ადამიანებში და იმ პატიმრებში, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ აქ ლამის საერთაშორისო დონის მიღებებს უწყობთ ამ კრიმინალს. არ შეიძლება ასე. თქვენ ამ ადამიანს, რომელიც ციხეებში მამაკაცებს აუპატიურებდა, მშობლების წინაშე აუპატიურებდა შვილებს და შვილების წინაშე მშობლებს, მოგმართავთ ხელისუფლებას, გამოფხიზლდით, ამ ხალხს უნდა სამართლიანობის აღდგენა“.

„მთავარი news”-ის მიერ გამოქვეყნებულ საკითხზე ნანა კაკაბაძეს ამ გამოსვლის დროს არ უსაუბრია. ამრიგად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება „მთავარ news”, გვერდი Facebook-ზე 2018 წლის 16 ოქტომბერს შეიქმნა როგორც PirveliNews/PIRVELInews და 2021 წლის 14 ოქტომბერს გადაკეთდა „მთავარი news”-ად. გვერდზე შერეული, პოლიტიკური შინაარსის ინფორმაცია ვრცელდება. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კი მრავლად გვხვდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პოსტები.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3481 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი