• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: იძულებით ვაქცინირებული პირებისთვის „გამოცრის“ სერვისი ამოქმედდა

დეზინფორმაცია: იძულებით ვაქცინირებული პირებისთვის „გამოცრის“ სერვისი ამოქმედდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 15 იანვარს, Facebook-ჯგუფში „დასაქმება ისრაელში“ Facebook-მომხმარებლის Mao Shengelia-ს პოსტი გამოქვეყნდა. პოსტის მიხედვით, საქართველოში „პირველი გამოცრის სერვისი“ გაიხსნა, რომლის საშუალებითაც იძულებით აცრილ პირებს ევროპული აპარატურით „გამოცრა“ შეუძლიათ. სოციალურ ქსელში კონკრეტული პოსტი ვირუსულად გავრცელდა და უმეტეს შემთხვევაში, ხუმრობად იქნა აღქმული, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-პოსტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს „გამოცრის“ პროცედურის ჩატარება შეუძლიათ, აბსურდული მტკიცებაა და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

რეალურად, ვაქცინაციის შემდგომ მისი ორგანიზმიდან გამოდევნის ნახსენები პროცედურა აბსურდულია. ამასთან, ვაქცინის მუშაობის მექანიზმიდან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ ვაქცინით გამოწვეული თავდაცვითი სისტემა ნარჩუნდება, ხოლო ვაქცინის შემადგენელი ნივთიერებებისგან ორგანიზმი სხვადასხვა შემთხვევაში რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ თავისუფლდება.

დღეს ავტორიზებული და დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სხვადასხვა ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინებია - ი-რნმ ვაქცინები - Moderna, Pfizer-BioNTech; ვექტორული ვაქცინები - Johnson & Johnson, Vaxzevria/AstraZeneca; ინაქტივირებული ვაქცინები - Sinovac, Sinopharm. განსხვავებულ ტექნოლოგიაზე დამზადებიდან გამომდინარე, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმი აქვთ, თუმცა ყველა სხვა აქამდე არსებული ტრადიციული ვაქცინის მსგავსად, მათი მიზანი ადამიანის ორგანიზმში იმუნური რეაქციის გამოწვევა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებაა. კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში ვაქცინირებული ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსს, სწორედ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულების საშუალებით შეებრძოლება. ამასთან, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინით შეყვანილი ნივთიერებები ორგანიზმში იმუნურ რეაქციას აღძრავენ და ანტისხეულების წარმოქმნისკენ უბიძგებენ, ორგანიზმი ვაქცინის ნივთიერებებისგან თავისუფლდება. მაგალითად, Vaxzevria/AstraZeneca-ს შემთხვევაში, ინფორმაციის გადამტანი ე.წ. „კონვერტი“ (ადენოვირუსი) ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ხოლო ი-რნმ ვაქცინების შემთხვევაში - ი-რნმ რამდენიმე დღეში, თავისით იშლება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მოქმედების მექანიზმებს დაწვრილებით შეგიძლიათ  შესაბამის ბმულებზე (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) გაეცნოთ. 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს ორგანიზმიდან ვაქცინის გამოდევნის ე.წ. „გამოცრის“ შესაძლებლობა აქვთ, აბსურდულ მტკიცებას წარმოადგენს და ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად 100 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარს პირველად გადასცდება

    2025 წელს საქართველოს ეკონომიკა პირველად...

    ვერდიქტის გარეშე
    განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია
  • ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორის მხარდაჭერის მასშტაბი ჩვენი ხელისუფლების პირობებში

    ემიგრანტებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • გასულ წელს,მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა შესაბამისად, მომდევნო წელს ეს გათვალისწინებული აღარ არის

    გასულ წელს,მასწავლებლის ხელფასი საშუალოდ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა