• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ამერიკაში 15 წლის მოზარდი პურის ქურდობისთვის დააკავეს

დეზინფორმაცია: ამერიკაში 15 წლის მოზარდი პურის ქურდობისთვის დააკავეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში სხვადასხვა Facebook- მომხმარებლის, ჯგუფისა თუ გვერდის მიერ 15 წლის მოზარდის შესახებ იდენტური შინაარსის ისტორია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7). ტექსტის მიხედვით, ბიჭი პურის ქურდობისთვის დააპატიმრეს და როგორც შემდეგ სასამართლოზე აღმოჩნდა, მას პური ავადმყოფი დედისთვის მიჰქონდა. მოსამართლემ ბიჭი გაათავისუფლა და დანაშაულის პასუხისმგებლობა მთლიანად საზოგადოებას დააკისრა. კონკრეტული ისტორია ძირითადად სასამართლოში გადაღებული ერთი და იგივე ფოტოს თანხმლებით ვრცელდება. რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ისტორია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

რეალურად, პოსტებზე თანდართულ ფოტოში მამის მკვლელობაში ბრალდებული 14 წლის ზაქარი ნიგლია გამოსახული და არა პურის ქურდობისთვის დაკავებული 15 წლის ბიჭი. 

ზაქარი ნიგლის ფოტო 2009 წლის 20 მაისს, აიდაჰოს კადველის სასამართლო დარბაზში არის გადაღებული, როდესაც ის მამის მკვლელობისთვის გაასამართლეს. Idaho Press-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ზაქარი ნიგლმა მამის იარაღით მკვლელობა აღიარა. ნიგლის თქმით, მამამისი მასზე წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას ახორცილებდა და აპირებდა, რომ მის უმცროს და-ძმასაც მსგავსად მოპყრობოდა. ზაქარი სასამართლომ საბოლოოდ დამნაშავედ სცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ის ხუთი წლის შემდეგ 2014 წელს გაათავისუფლეს. 

ზაქარი ნიგლის ფოტო სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, თუმცა სხვა ისტორიის თანახმად მან შვეიცარიის ბანკი გატეხა და მამის ანგარიშზე 75 მილიარდი დოლარი გადარიცხა. ეს ისტორია ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმების (PesaCheck და Africa Check) მიერ აგრეთვე შეფასდა როგორც ყალბი ამბავი. 

რაც შეეხება თავად 15 წლის ბიჭის მიერ პურის მოპარვის ისტორიას, აღსანიშნავია, რომ ის სოციალურ ქსელში აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა სხვა ბიჭების ფოტოებით, მაგრამ ამ შემთხვევებშიც ბიჭების რეალური ისტორიები პურის მოპარვის ისტორიებისგან განსხვავდებოდა.

მაგალითად, პირველ ფოტოზე გამოსახულ 12 წლის კრისტიან ხუან ფერნანდესს ბრალი უმცროსი ძმის სასიკვდილოდ ცემაში ედებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 17 წლის მეთიუ მორგანს ბრალი სახლში ცეცხლის გაჩენისთვის წაუყენეს, რომელსაც მისი ერთი წლის ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა