• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი-რნმ ვაქცინით აცრილი ადამიანების გენების დაპატენტება კანონიერად ითვლება

დეზინფორმაცია: აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი-რნმ ვაქცინით აცრილი ადამიანების გენების დაპატენტება კანონიერად ითვლება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

1 დეკემბერს Facebook-გვერდებმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ და „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ იდენტური პოსტი გამოაქვეყნეს. პოსტში მოცემულია კონსპირაციულ ვებგვერდ Rense.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის სქრინი. სტატიის თანახმად, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ი-რნმ ვაქცინების გამოყენებით ადამიანის „შეცვლილი გენომის“ დაპატენტება კანონიერად ითვლება. „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ და „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ამტკიცებენ, რომ  ყველა ადამიანი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, ახლა ტექნიკურად „დაპატენტებულია“, შესაბამისად, მათ ადამიანის ძირითად უფლებებზე წვდომა აღარ აქვთ. ეს იმიტომ, რომ ისინი 100%-ით ნატურალურები აღარ არიან. მოცემული Facebook-გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. 

Media Bias FactCheck-ის თანახმად, rense.com კონსპირაციული ვებგვერდია, რომელიც  ფსევდომეცნიერულ, გადაუმოწმებელ სტატიებს ხშირად აქვეყნებს. აღნიშნულ პლატფორმაზე წარმოდგენილი ინფორმაცია სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და გამოყენებული წყაროები არასანდოა. Rense.com-ზე გამოქვეყნებული სტატია სათაურით „თუ თქვენ უკვე გაიკეთეთ ვაქცინა, აღარ გექნებათ წვდომა ადამიანის უფლებებზე - უზენაესი სასამართლო 2013“ - ყალბ ინფორმაციას შეიცავს. 

2013 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც  გენეტიკური ტესტებისთვის სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის სიმსივნის გამომწვევი გენების დაპატენტების საკითხს ეხებოდა. სასამართლოზე განხილული იყო, თუ რამდენად ჰქონდა უფლება ბიოტექნოლოგიურ კომპანია Myriad Genetics, Inc.-ს დაეპატენტებინა BRCA1 და BRCA2 გენები, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს, თუმცა ზოგიერთს ერთ-ერთი ან ორივე გენის მუტაცია მემკვიდრეობით გადაეცემა, რაც სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდის. მოსამართლე კლარენს თომასის თანახმად, ადამიანის დნმ, რომელიც ბუნებრივად არის წარმოქმნილი, დაპატენტებას არ ექვემდებარება, თუმცა ადამიანის დნმ-ის საფუძველზე ხელოვნურად შექმნილი დნმ-ის ნიმუში ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს და მასზე აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, Myriad Genetics, Inc.-ის, რომელიც სწორედ ზემოაღნიშნულ სინთეზურ დნმ-ს (cDNA) იყენებდა გენეტიკური ტესტებისთვის და არა ბუნებრივად წარმოქმნილს, დნმ-ის დაპატენტების უფლება არ შეუჩერეს. სასამართლო განხილვის არც ერთ ნაწილში ი-რნმ ვაქცინებზე და აღნიშნული ვაქცინებით აცრილი ადამიანების გენის დაპატენტებაზე და მათი უფლებების შეზღუდვაზე საუბარი არ არის.

ამასთან ერთად, ყალბია მტკიცება, რომ ი-რნმ ვაქცინები ადამიანის დნმ-ს ცვლის. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გავრცელებული მრავალი სახის დეზინფორმაციას შორის ერთ-ერთი აბსურდული მტკიცება ვაქცინის მიერ ადამიანის დნმ-ის განადგურებას და გენეტიკური კოდის ცვლილებას ეხება. რეალურად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის. 

ამრიგად, Rense.com-ზე განვითარებული აზრი, რომ  ი-რნმ ვაქცინებით ადამიანის დნმ-ის ცვლილება ხდება და შესაბამისად, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილებით, ადამიანის მოდიფიცირებული დნმ-ის დაპატენტება შესაძლებელი იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა