• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში კოვიდ-ფაშიზმს აპროტესტებენ

დეზინფორმაცია: უკრაინაში კოვიდ-ფაშიზმს აპროტესტებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლებმა მის კონგენიალურობა-მ, Nina Marji-მ და ლაშა მენთეშაშვილმა პოსტი გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც „უკრაინაში ახალი მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ პროტესტანტები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ“. პოსტს თან ვიდეო ახლავს, სადაც ჩანს თუ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს მომიტინგეები და სამართალდამცავები. პოსტებს საერთო ჯამში 950მდე რეაქცია, 300-ზე მეტი კომენტარი და 2475-ზე მეტი გაზიარება აქვს. 

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო 2014 წლის ევრომაიდნის პროტესტის ერთ-ერთ ნაწილს ასახავს და მას კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტებასთან არაფერი აკავშირებს. 

2013 წლის ნოემბერში უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმას, კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დემონსტრანტებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს და ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დანიშნული გუბერნატორებს გადადგომას აიძულებდნენ, ზოგჯერ მათ პოლიცია მცირე წინააღმდეგობას უწევდა. მათ შორის იყო დასავლეთ უკრაინაში ქალაქი ვინიცაც, სადაც 2014 წლის 25 იანვარს მომიტინგეებმა დაიკავეს რეგიონალური ადმინისტრაციის შენობა, პარლამენტი და ბარიკადები მოაწყვეს. 

ზემოთ დასახელებული (ან მოცემული) ვიდეო სწორედ ვინიცაში მომიტინგეების მიერ სამთავრობო შენობის დაკავების მცდელობის დროს პოლიციელებთან დაპირისპირებას ასახავს და ის ჯერ კიდევ 2014 წლის 25 იანვარს არის ატვირთული რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს Youtube არხზე. შესაბამისად, აღნიშნულ ვიდეოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესახებ გამართულ პროტესტთან არავითარი კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ კიევში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გასაპროტესტებლად 3 ნოემბერს ნამდვილად გაიმართა აქცია, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. პროტესტი უკრაინაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს (ზოგიერთი საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება; ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან ვირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა თვითმფრინავებში, მატარებლებში, დიდ მანძილზე მოძრავ ავტობუსებში; წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონებში, სადაც ინფიცირების დონე განსაკუთრებით მაღალია, ტესტის უარყოფითი პასუხი, ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის მოწმობა საჭირო გახდა რესტორნებში, კაფეებში, სპორტდარბაზებში, გასართობ და სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად. ამ დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა)  მოჰყვა, რაც ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირებისა და სიკვდილიანობის რეკორდული რაოდენობის დაფიქსირებამ გამოიწვია. მომიტინგეებმა 3 ნოემბერს ქუჩები გადაკეტეს, მათი ნაწილი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა ლოზუნგებით “არა ვაქცინაციას”, “არა კოვიდ-პასპორტს”, “არა გენოციდს“. მსგავსი შინაარსის მცირემასშტაბიანი აქცია უკრაინაში 24 ნოემბერსაც გაიმართა. გასათვალისწინებელია, რომ ორივე აქცია პოლიციასთან დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობდა. 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

    აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ გაიზარდა და ქონების გადასახადი ისევ 40 000 ლარიდან იწყება

    ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

    არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა