• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ესპანეთში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, რაზეც მედია დუმს

დეზინფორმაცია: ესპანეთში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, რაზეც მედია დუმს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული პოსტის მიხედვით, ესპანეთში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, რაზეც მედია დუმს. აღნიშნული მტკიცების მხარდასაჭერად Facebook-მომხმარებელი ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელიც, თითქოს, ესპანეთში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებებს ასახავს. პოსტის ავტორის მტკიცებით, მსგავსი მოვლენები ყოველდღიურად მთელს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, რადგან პოლიციას „ფაშისტი ზემდგომების ბრძანების შესრულება უწევს“, თუმცა ამ ყველაფერს მედია არ აშუქებს. Facebook-პოსტში მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი მკაფიოდ არ წერია, თუმცა მინიშნება პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და ამ საკითხის მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტზეა. 

იხ. Facebook-პოსტი

 

„ფაქტ-მეტრის“ მიერ ვიდეომასალის გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ Facebook-პოსტის ავტორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოცემულ დაპირისპირებას პანდემიასთან შეხება საერთოდ არ გააჩნია, 2017 წლის დეკემბერშია ჩაწერილი და ამასთან, არა ესპანეთში, არამედ არგენტინაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.   

აღსანიშნავია, რომ თითქმის იდენტური ვიდეომასალა ინტერნეტში 2019 და 2018 წლებში, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრეა ატვირთული, რაც ვიდეოში განვითარებული მოვლენის პანდემიასთან კავშირს გამორიცხავს. ერთ-ერთ ასეთი მასალაზე, რომელიც YouTube-ზე იძებნება, არგენტინული მედიის, Infobae-ს ლოგოა გამოსახული, საკუთრივ ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ: „წინააღმდეგობა საპენსიო რეფორმის მიმართ“. ამასთან, შეტაკებები ვიდეოს აღწერაში 2017 წლის დეკემბრითაა დათარიღებული.  

ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუენოს-აირესში, La Plaza del Congreso-ზე,  საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით  სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა. კიდევ ერთი არგენტინული გამოცემის, Telam-ის ფოტოგალერეაში კი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ბუენოს-აირესში განვითარებულ მოვლენებს ეხება, განსახილველი ვიდეოს ერთ-ერთ ფრაგმენტსაც ვაწყდებით: 

ამდენად, Facebook-პოსტში წარმოდგენილი ვიდეო არასწორი კონტექსტით ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა და იგივე ვიდეოს გამოყენებით ყალბი ამბავი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ნიდერლანდებშიც გავრცელდა.         

პანდემიის კონტექსტში დაწესებულ შეზღუდვებს საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია თითქმის ყველა ქვეყანაში მოჰყვა, რიგ შემთხვევაში კი ეს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. 

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

    აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ გაიზარდა და ქონების გადასახადი ისევ 40 000 ლარიდან იწყება

    ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

    არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა