• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმის მერიის მიერ შექმნილ ორგანიზაციების გადასახდელებისთვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში 39 567 800 ლარია გათვალისწინებული

ბათუმის მერიის მიერ შექმნილ ორგანიზაციების გადასახდელებისთვის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში 39 567 800 ლარია გათვალისწინებული

ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების გადასახდელები 2022 წლის ბიუჯეტში 39 567 800 ლარით განისაზღვრა

17/12/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ბათუმის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების გადასახდელები 2022 წლის ბიუჯეტში 39 567 800 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა, ძირითადად, შრომის ანაზღაურებასა და საქონელსა და მომსახურებაზე უნდა დაიხარჯოს. მუნიციპალურ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა მომავალ წელს 2 387 ადამიანს შეადგენს. მათი შრომის ანაზღაურებისთვის 22 566 800 ლარია გათვალისწინებული. 2021 წლის საბოლოო გეგმის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობა 2 392 ადამიანს შეადგენს, რაც, მომავალი წლის გეგმასთან შედარებით,  5 ერთეულით მეტია. მიუხედავად ამისა, 2022 წელს მერია ა(ა)იპ-ებში შტატით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მოცულობას         2 562 020 ლარით ზრდის.

ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სულ ცამეტი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი ფინანსდება. აქედან ხუთს საკუთარი შემოსავლები საერთოდ არ გააჩნია. 

ცხრილი 1. ბათუმის მერიის ორგანიზაციების დაფინანსება (ლ), 2021-2022 წლები

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი

შენიშვნა: შესადარებლად აღებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმა.

ცხრილი 1-დან ჩანს, რომ შრომის ანაზღაურების გარდა, იზრდება მუნიციპალური ორგანიზაციების საქონლისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობაც. 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმით, აღნიშნული მაჩვენებელი 18 388 000 ლარს შეადგენს, ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმით, 18 741 100 ლარია. შეგახსენებთ, რომ ცხრილში მოცემულია შტატით დასაქმებულ მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა. შტატგარეშე ანუ შრომითი ხელშეკრულებით ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა ანაზღაურება კი გათვალისწინებულია სწორედ მუხლში „საქონელი და მომსახურება“. მათი რაოდენობა 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“  დათვალა. ორგანიზაციის მიერ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბათუმის ა(ა)იპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო 530 ადამიანი, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვისაც, ყოველთვიურად, ჯამში 322 ათას ლარამდე იხარჯებოდა, რაც წელიწადში, დაახლოებით, 3 864 000 ლარს შეადგენს.

„ფაქტ-მეტრმა“ ბათუმის მუნიციპალური ორგანიზაციების ხარჯებისა და საქმიანობის შესახებ სტატია არაერთხელ გამოაქვეყნა. იხ. სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4. ჩვენ ვწერდით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის შესახებაც, რომელიც ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ შექმნა და რომლის მიმართაც ბათუმელების ნაწილს, ოპოზიციასა და არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას სერიოზული პრეტენზიები აქვს. განსაკუთრებით - უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავენ, რომ ის საზედამხედველო ფუნქციას არასათანადოდ ასრულებს. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციაში დასაქმებულებს შრომის ანაზღაურება ეზრდებათ, ისევე როგორც დანარჩენ თერთმეტ ა(ა)იპ-ში მომუშავე ადამიანს. ერთადერთი ა(ა)პ ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომლის თანამშრომლების ანაზღაურების თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, ორგანიზაციისთვის მხოლოდ საქონელი და მომსახურების ხარჯია გამოყოფილი. 

თეგები:
ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი
მაუწყებლების შემოსავლების გაუმჭვირვალობა
ააიპ
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა