იტვირთება

როგორც ვიცით, სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი - როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, გაიზარდა. ტარიფი ზრდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც განხორციელდა.

„თელმიკოს“ შემთხვევაში (თბილისში), იმ აბონენტებისთვის, ვინც თვეში 101 კვტ.სთ-ს ელექტროენერგიას მოიხმარს, ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 14.544 თეთრიდან 18.041 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ მომხმარებლისთვის - 18.556 თეთრიდან 22.053-თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ტარიფი 23.040 თეთრიდან 26.537 თეთრამდე გაიზარდა. ზრდამ თითოეულ შემთხვევაში 3.5 თეთრი შეადგინა.

ცხრილი1. „თელმიკოს“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფები, თეთრი/კვტ.სთ (დღგ-ს ჩათვლით)

წყარო: სემეკი

რაც შეეხება „თელმიკოს“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ტარიფი კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 11 თეთრზე მეტით გაიზარდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში (რეგიონებში), 101 კვტ.სთ-მდე მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე გაიზარდა, 101-301 კვტ.სთ-ს შემთხვევაში - 18.213 თეთრიდან 21.707 თეთრამდე, 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში კი 22.733 თეთრიდან 26.227 თეთრამდე გაიზარდა. „ენერგო-პროს“ შემთხვევაში, თითოეული ტიპის აბონენტისთვის ზრდამ 3.494 თეთრი შეადგინა. ამასთან, კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ელექტროენერგიის ტარიფი 1კვტ.სთ-ზე 10.8 თეთრიდან 14.6 თეთრამდე გაეზარდათ.

ცხრილი 2: „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფები, თეთრი/კვტ.სთ (დღგ-ს ჩათვლით)

წყარო: სემეკი

როგორც აღვნიშნეთ, ელექტროენერგიის ტარიფი წინა წელს, 2021 წლის 1 იანვარს გაიზარდა. თუმცა მთავრობამ მაშინ გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო და მოქმედ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა - 300 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მომხმარებელი აბონენტებისთვის, თავად დაფარა. შესაბამისად, გასულ წელს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ შეეხო.

გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა, გასულ წელს მთავრობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% იმ ადგილობრივ კომპანიებსაც დაუსუბსიდირა, რომელნიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებდნენ.

მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პროგრამა აღარ გრძელდება. შესაბამისად, თბილისში და რეგიონებშიც საყოფაცხოვრებო მომხმარებლების უმრავლესობა (301 კვტ.სთ-მდე მომხმარებლები) 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაში 3.5 თეთრით მეტს გადაიხდის. რაც შეეხება 301 კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებს, მათ ელექტროენერგიის გადასახადი - ამავე ოდენობით, შარშანვე გაეზარდათ. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გადასახადი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის გაძვირდა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ელექტროენერგიის გადასახადი მომხმარებლების ნაწილს შარშან, დიდ უმრავლესობას კი მიმდინარე წლიდან გაეზარდა.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი