იტვირთება

2021 წლის 10 დეკემბერს Facebook-მომხმარებელმა „შერი შერიმ“ გამოაქვეყნა პოსტი აღწერით - „წინასწარი პანდემიის კიდევ ერთი მინიშნება“. მოცემულ რუსულენოვან ვიდეოში გამოყენებულია 2000 რუბლის ღირებულების ბანკნოტი, როგორც „მტკიცებულება“ იმისა, რომ, პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა გაჟღერებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამავე Facebook-მომხმარებლის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება.

პოსტში მოცემულ ვიდეოში აღნიშნავენ, რომ 2000 რუბლის ღირებულების ბანკნოტზე უჰანი და კოვიდ-საავადმყოფოა გამოსახული, რაც ნიშნავს, რომ პანდემია წინასწარ არის დაგეგმილი. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციული ვიდეოები, სადაც რუსული რუბლია ნაჩვენები, ძირითადად სხვადასხვა რუსულენოვანი Youtube-არხის საშუალებით (ბმული 1 , ბმული 2), რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად ვრცელდება. გამოქვეყნებულ ვიდეოში მთხრობელი ბანკნოტის უკანა მხარეს აჩვენებს და აცხადებს, რომ რუკაზე თეთრი წერტილით აღნიშნულია უჰანი (ადგილი, საიდანაც ვარაუდობენ კოვიდ-პანდემიის დაწყებას). ბანკნოტის წინა მხარეს დატანილ შენობაზე კი ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, რომ კოვიდსაავადმყოფოა (коммунарка больница) გამოსახულია. ვინაიდან ეს ბანკნოტი 2017 წელსაა გამოშვებული, შესაბამისად, ვიდეოს ავტორი ასკვნის, რომ პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი.

რეალურად, 2000 რუბლის ღირებულების რუსული ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის და არა ჩინეთს. კონკრეტულად, ბანკნოტზე შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგია ნაჩვენები , ხოლო, თეთრი წერტილით ე.წ ვოსტოჩნის კოსმოდრომი - „აღმოსავლეთი“ (რუსეთის კოსმოდრომი) არის აღნიშნული, რომელიც ამურის რაიონში, რუსეთში მდებარეობს. ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია ხიდი, რომელიც ვლადივოსტოკში მდებარეობს, იქვე არსებულ შენობას კი კოვიდსაავადმყოფოსთან საერთო არაფერი აქვს.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი