იტვირთება

სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ვრცელდება, რომელიც კატარის საფეხბურთო კლუბის, ელ-ვაქრას წევრის, უსმან კულიბალის გულის შეტევას ასახავს. ვიდეოზე ჩანს, რომ ფეხბურთელს გულის შეტევა მატჩის მიმდინარეობისას განუვითარდა, მასთან ექიმები მირბიან და სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ცდილობენ. Facebook-ზე გავრცელებული ამ ვიდეოს პოსტების ავტორები დამატებით ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შედეგად შეექმნა.

იხ. Facebook-პოსტი

როგორც აღმოჩნდა, შემთხვევა 8 იანვარს, კატარულ გუნდებს - ელ-ვაქრასა და ერ-რაიანს შორის, დაპირისპირების დროს მოხდა. 32 წლის მალელ ლეგიონერს შეხვედრის 41-ე წუთზე გულის შეტევა განუვითარდა. კულიბალი მალევე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მატჩი გადაიდო. ფეხბურთელის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

აღნიშნული ინციდენტი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინას კატარშიც დაუკავშირეს. თუმცა, კლუბის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ კულიბალის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა ჰქონდა გაკეთებული და ბოლოს ვაქცინაცია ინციდენტამდე 9 თვით ადრე ჩაიტარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი, მან ათეულობით საფეხბურთო შეხვედრა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებში დაფიქსირებული გულის შეტევები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან აქამდეც არაერთხელ დაუკავშირებიათ. თუმცა, უსაფუძვლო ცნობებს, რომ სპორტსმენებში გულის შეტევების რაოდენობა გაიზარდა და ეს ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული, ოფიციალური ორგანოები არ ადასტურებენ (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

-------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი