იტვირთება

სოციალურ ქსელში 24 იანვარს გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. აღნიშნულ დეზინფორმაციას ვებ-გვერდ reitingi.dailyinfo.ge-ს სტატიაზე დაყრდნობით Facebook-გვერდი „ქართველი“ ავრცელებს. ამავე სტატიის სათაურში ვკითხულობთ, რომ სტატიაში შეხვედრის დეტალებზეა საუბარი.

იხ. Facebook-პოსტი

თუმცა, საკუთრივ სტატიის ტექსტში გუბაზ სანიკიძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრაზე არაფერია ნათქვამი - სტატიაში გუბაზ სანიკიძის მიერ 24 იანვარს ტვ-პირველის ეთერში ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვაა მოყვანილი.

იხ. სტატია

საკითხის გადამოწმების მიზნით, ფაქტ-მეტრი გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა. პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ცნობა უარყო.

ამდენად, 24 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა ყალბ ამბავს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3916 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი