• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში დავით ქაცარავას ყალბი განცხადება ვრცელდება

სოციალურ ქსელში დავით ქაცარავას ყალბი განცხადება ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

13 თებერვალს Facebook-ანგარიშმა „ანტილიბერალური გვერდი” გაავრცელა პოსტი, რომელშიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის, “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას, განცხადებაა ციტირებული.

იხ.Facebook-პოსტი:

პოსტის თანახმად, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინას დაესხმება თავს, დავით ქაცარავა უკრაინის ომში წასვლას არ აპირებს, რადგან საქართველო უნდა დაიცვას. ხოლო რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შემთხვევაში კი, უკრაინას დაიცავს. პოსტს თან აქვს დართული დავით ქაცარავას ფოტო, რომელიც რუსთავი-2-ის ერთ-ერთ გადაცემაში მის სტუმრობას ასახავს.

სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება ყალბია და ის დავით ქაცარავას არ ეკუთვნის. მის Facebook-გვერდზე უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არცერთი პოსტი მსგავს განცხადებას არ შეიცავს.(იხ.ბმული 1, ბმული  2, ბმული 3, ბმული 4, ბმული5, ბმული 6, ბმული 7) აღნიშნული განცხადება ასევე არც სხვა ღია წყაროებში იძებნება.

გარდა ამისა, ფოტო, რომელიც თან აქვს დართული პოსტს, რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემაში “ფარული კონვერტი” მის სტუმრობას ასახავს. აღსანიშნავია, რომ ეს გადაცემა რუსთავი-2-ის ეთერში 2019 წლის 18 თებერვალს გავიდა. 

Facebook-მომხმარებლის, “ანტილიბერალური გვერდი”-ის მიერ გავრცელებულ პოსტში წარმოდგენილი განცხადება ყალბია და ის დავით ქაცარავას არ ეკუთვნის.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

    აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ გაიზარდა და ქონების გადასახადი ისევ 40 000 ლარიდან იწყება

    ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

    არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა