• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 22%-ით შემცირდა

2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 22%-ით შემცირდა

2021 წელს, საქართველოდან 1 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება

01/03/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წელს, საქართველოდან 1 142 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციაა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. ძირითადად ექსპორტირებულია: ღვინო (21%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (12%), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (10%) და უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (5%).

2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი 99 ქვეყანაში განხორციელდა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიგარეტის, თამბაქოს და თამბაქოს ნედლეულის ექსპორტს, რაც წარმოადგენს რეექსპორტს, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა და 1 086 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცხრილი1: საგარეო ვაჭრობა წლების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა, იმპორტი - 12%-ით, ხოლო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 22%-ით შემცირდა.

2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (386 მლნ აშშ დოლარი), ევროკავშირი (180 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა (108 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (108 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (88 მლნ აშშ დოლარი) და ბელარუსი (35 მლნ აშშ დოლარი).

მთლიანი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის (ექსპორტის 34%). უკრაინაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 9%, აზერბაიჯანში - 9%, სომხეთში - 8%, გერმანიაში - 4%, ბელორუსიაში - 3%, იტალიაში - 3%, ყაზახეთში - 3%, ლიეტუვაში -2%, ჩინეთში 2% და ა.შ. შეადგინა.

საანგარიშო წელს ექსპორტი რუსეთში 98.8 მლნ აშშ დოლარით (34%-ით) გაიზარდა და 386 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი პროდუქტების სია მრავალფეროვანია, მათ შორის ყველაზე მეტად გაზრდილია მინერალური და მტკნარი წყლების, კარტოფილის, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და ღვინის ექსპორტი. მათი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 17.0 მლნ (39%), 13.7 მლნ (21-ჯერ), 11.6 მლნ (81%) და 11.2 მლნ (9%) აშშ დოლარით გაიზარდა.

სომხეთში ექსპორტი 34.6 მლნ აშშ დოლარით (64%-ით) არის გაზრდილი და 88 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, სოიას შროტის და თხილის ექსპორტის ზრდამ. მათი ღირებულება წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 8.7 მლნ (5.9-ჯერ), 4.2 მლნ (2.9-ჯერ), 3.9 მლნ (2.2-ჯერ), 3.6 მლნ (2.2-ჯერ) და 3.5 მლნ (78%) აშშ დოლარით გაიზარდა. თუმცა, სპირტიანი სასმელების, სოიას შროტის, ღორის ხორცის და ფრინველის ხორცის შემთხვევაში ხორციელდება რეექსპორტი.

უკრაინაში ექსპორტის 16%-იანი (15.3 მლნ აშშ დოლარით) ზრდა დაფიქსირდა და 108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია სპირტიანი სასმელების და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ზრდით. მათი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 6.1 მლნ (16%) და 5.5 (26%) მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

იტალიაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 11.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა და 32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა განაპირობა თხილის ექსპორტის ზრდამ, კერძოდ, 11.1 მლნ (55%) აშშ დოლარით.

საუდის არაბეთში ექსპორტი 8.8 მლნ აშშ დოლარით (59%-ით) გაიზარდა და 24 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა განაპირობა ცოცხალი ცხვრისა და თხილის ექსპორტის ზრდამ, კერძოდ, 5.1 მლნ (39%) და 3.0 მლნ (4.1-ჯერ) აშშ დოლარით.

აზერბაიჯანში ექსპორტი 7.9 მლნ აშშ დოლარით (8%-ით) არის გაზრდილი და 108 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდა განაპირობა დაჭრილი თამბაქოს, სოიას შროტის და ცოცხალი მრპ-ს ექსპორტის ზრდამ, კერძოდ, 9.2 მლნ (66%), 3.4 მლნ (122%) და 3.0 მლნ (22%) აშშ დოლარით. თუმცა, თამბაქოს და სოიას შროტის შემთხვევაში ძირითადად ხორციელდება რეექსპორტი.

2021 წელს, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 14%-ით (22 მლნ აშშ დოლარი) აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. 2021 წელს აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი, პირველადი და გადამუშავებული სახით (50%), ღვინო (16%), სპირტიანი სასმელები (12%), მინერალური და მტკნარი წყლები (11%).

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია ღვინის (21%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების (5%), მინერალური და მტკნარი წყლების (12%), კაკლოვანი ხილის (ძირითადად თხილი - 10%), სპირტიანი სასმელების (14%) და კარტოფილის ექსპორტის ზრდით.

2021 წელს, წინა წელთან შედარებით. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება თურქეთში და ყაზახეთში, შესაბამისად 5.2 მლნ (19%) და 3.5 მლნ (10%) აშშ დოლარით. თურქეთში შემცირებულია 5.2 მლნ აშშ დოლარით (19%-ით) და 22 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის შემცირება ძირითადად გამოწვეულია თევზის ცხიმისა და თევზის ფქვილის ექსპორტის შემცირებით, შესაბამისად, 3.5 მლნ (37%) და 2.4 მლნ (27%) აშშ დოლარით. ყაზახეთში შემცირებულია 3.5 მლნ აშშ დოლარით (10%-ით) და 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის შემცირება გამოიწვია მინერალური და მტკნარი წყლების და ფრინველის ხორცის ექსპორტის შემცირებამ, შესაბამისად, 3.6 მლნ (22%) და 3.5 მლნ (80%) აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ ფრინველის ხორცის შემთხვევაში ხორციელდება რეექსპორტი.

რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2021 წელს 1349 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.

ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (26%), უკრაინა (16%), თურქეთი (11%), ბრაზილია (5%), გერმანია (3%) და სხვა.

2021 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი (7%), ფრინველის ხორცი (5%), შაქარი (4%), შოკოლადი (4%), მზესუმზირას ზეთი (4%) იქნა შემოტანილი.

2021 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტირებულია 295 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით (41 მლნ აშშ დოლარი) აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან იმპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი შეადგენს 22%-ს. ძირითადად იმპორტირებულია: საკვები დანამატები (8%), სპირტიანი სასმელები (7%), ცხოველების საკვები (6%), ფრინველის ხორცი (6%), მცენარეთა ნერგები (5%) და შაქარი (5%).

თეგები:
აგროსასურსათო პროდუქცია
აგრარული პროდუქცია
დუგლას ემჰოფი
მეტწილად სიმართლე
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა