• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინაციის შედეგად, კანადაში მკვდრადშობადობის რაოდენობა გაიზარდა

დეზინფორმაცია: ვაქცინაციის შედეგად, კანადაში მკვდრადშობადობის რაოდენობა გაიზარდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/04/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება კანადელი პოლიტიკოსის რიკ ნიკოლსონის გამოსვლის ვიდეოს რუსულენოვანი თარგმანი, სადაც ის ვაქცინირებულ ქალებში მკვდრადშობადობის ზრდაზე საუბრობს. დეპუტატი თავის გამოსვლაში ამბობს - „ვატერლოოში 2021 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით 86 მკვდრადშობადობა იყო, მაშინ როცა ჩვეულებრივ ორ თვეში ერთხელ იყო მკვდრადშობადობა“. გასული წლის ბოლოს, კანადის საავადმყოფოებში ვაქცინირებულ ქალებში მკვდრადშობადობის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის შესახებ დეზინფორმაცია უცხოურ წყაროებში აქტიურად გავრცელდა. აღნიშნული მტკიცება ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, factcheck.org-მა გადაამოწმა. 

Factcheck.org-ის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, კანადის (ვატერლოო, ონტარიო) საავადმყოფოებში პანდემიის პერიოდში მკვდრადშობადობის სიხშირე არ გაზრდილა, რასაც  საავადმყოფოს წარმომადგენლები ადასტურებენ. ვატერლოოში მკვდრადშობადობის უჩვეულოდ მაღალ რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი. ამასთან, გაზრდილია იმ მტკიცებულებების რაოდენობა, რომელიც ორსული ქალებისთვის ვაქცინაციის უსაფრთხოებას ადასტურებს. 

CDC-ის ცნობით, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ორსულები დაავადების მძიმე გართულების, ასევე  ნაადრევი მშობიარობის და მკვდრადშობადობის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან. COVID-19-ის გავლენით მკვდრადშობადობის შესამცირებლად, ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.    

რეალურად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ COVID-19 ვაქცინები ორსულებს და მათ ნაყოფს საფრთხეს უქმნის. პირიქით, ვაქცინაცია  ორსულ ქალებს და მათ ნაყოფს იცავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და სხვა მარეგულირებლების მიერ ორსულ ქალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია.   

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"რუსული კანონი\"
ბავშვთა სიკვდილიანობა
სისხლის დონაცია
ჟურნალისტები
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა