სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს PCR ტესტით დაავადების დიაგნოსტირება არ ხდება და მისი ფუნქცია მხოლოდ გენეტიკური კოდის დადგენაა. გავრცელებულ ვიდეოში მიკრობიოლოგი ლევან ჩხიკვაძე PCR ტესტით საშუალებით, კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკის წარმოებაში, ციფრებით მანიპულაციაზე საუბრობს.

მტკიცება: PCR ტესტის შემქმნელმა კერი მულისმა არაერთგზის თქვა, რომ PCR ტესტი არ ადგენს არანაირ ავადმყოფობას, ანუ ის არ გამოიყენება და ვერ გამოდგება სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის. თუ ვინმემ ეს გამოიყენა, ეს იქნება ციფრებით მანიპულაციის საშუალება

PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას), ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.

PCR-ის გამომგონებელს არასდროს უთქვამს, რომ ის ინფექციური დაავადებების დასადგენად არ იყო შექმნილი. მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელდა. აღნიშნული დეზინფორმაცია ეფუძნება 1996 წლის სტატიას აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ, სადაც საუბარია იმაზე, რომ PCR ნივთიერებებს ხარისხობრივად და არა რაოდენობრივად განსაზღვრავს. თუმცა არც მულისს და არც სტატიის ავტორს არ უთქვამს, რომ PCR-ით ვირუსის გამოვლენა/დადგენა არ ხდება. იხილეთ ამ თემაზე fullfact-ის და reuters-ის მიერ გადამოწმებული მასალები.

დღეს მედიცინაში PCR მეთოდით - გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული, მრავალრიცხოვანი ინფექციის მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება ხორციელდება. COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად ასევე PCR მეთოდი მიიჩნევა, რომელსაც რეკომენდაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) უწევს.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი