• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 14 აგვისტოს Facebook-გვერდმა „ქართული იდეა - qartuliidea.ge“ სოციალურ ქსელში ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ ყალბი მტკიცება გაავრცელა. 

გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, ბავშვის უფლებათა შესახებ საქართველოს კოდექსი „ოჯახებიდან ბავშვების მასობრივად გატაცებას“ ითვალისწინებს. 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებების დაცვა, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და ბავშვისთვის განვითარების საჭირო პირობების შექმნა, დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა. ეს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (მაგ. ბავშვის უფლებათა კონვენცია, ე.წ. სტამბულის კონვენცია და ა.შ.) არის განმტკიცებული.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანი ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება, ბავშვისთვის განვითარების საუკეთესო პირობების შექმნის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, კოდექსი ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის. კოდექსის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საერთო სასამართლოები, საჯარო და კერძო სამართლის სუბიექტები და ფიზიკური პირები ბავშვებთან და ბავშვის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესით ხელმძღვანელობენ.

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ბავშვის მშობლისგან განცალკევება?

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. დაუშვებელია ბავშვის აღზრდისას მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ დასჯას ან მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და სასჯელის გამოყენებას.

კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორების აუცილებლობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ბავშვის მშობლისგან განცალკევება უკიდურესი ზომაა, რომელიც მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც ბავშვის მშობლებთან დატოვება, მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია, ბავშვის ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების, ინკლუზიური განათლების, უთანასწორო მოპყრობისა და ძალადობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ხელმისაწვდომობა. ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.

ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკი იღებს. იგი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს შუამდგომლობას წარუდგენს. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების ან განცალკევებაზე უარის თქმის შესახებ. ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება პერიოდულ გადასინჯვას ექვემდებარება. განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოდგენილი მტკიცება, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსით სახელმწიფოს მიერ ოჯახში ჩარევის შესაძლებლობა განუსაზღვრელ ხარისხშია აყვანილი და სახელმწიფოს შეუძლია დაიწყოს ბავშვების ოჯახებიდან „მასობრივად განცალკევება“, არის ყალბი ამბავი.  

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა