• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლიკა დილევსკაია კოვიდვაქცინას შეეწირა

დეზინფორმაცია: ლიკა დილევსკაია კოვიდვაქცინას შეეწირა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/09/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ლიკა დილევსკაის გარდაცვალების შესახებ ყალბი ამბავი  ვრცელდება, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე კოვიდვაქცინამ შეიწირა - ის მოულოდნელად, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა. 

რეალურად, ახალგაზრდა ქალის ლიკა დილევსკაიას გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პიროვნებას გარდაცვალებამდე 4 კვირით ადრე  ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გარდაცვალების მიზეზი კი პოსტჰემორაგიული ანემიაა. 

რაც შეეხება ვაქცინებსა და თრომბს შორის კავშირს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ (უმეტესად AstraZeneca ვაქცინის გამოყენებისას), ძალზედ იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა  თრომბოემბოლიური მოვლენები მართლაც განვითარდეს. თუმცა თრომბის შემთხვევები აცრიდან დაახლოებით 2 კვირის ვადაში ფიქსირდება. 

აქვე განვმარტავთ, რომ ვაქცინაციის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით,  ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ ნებისმიერ არასასურველ მოვლენაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს.  აცრიდან, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენას, ვაქცინებთან კავშირი არ აქვს და ვაქცინის გვერდით მოვლენად არ მიიჩნევა. 

აღსანიშნავია, რომ ლიკა დილევსკაია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით [ფაიზერით] გასული წლის 4 დეკემბერს აიცრა. აცრიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ განვითარებული მოვლენების ვაქცინასთან დაკავშირება კი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. 

ცნობისთვის, ანტივაქსერები ნებისმიერი აცრილი ადამიანის გარდაცვალებას, მიუხედავად მიზეზისა (მათ შორის ტრაგიკული შემთხვევებს), ვაქცინას უკავშირებენ. 

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სისხლის დონაცია
გარდაცვალება
ამერიკა
სკოლა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა