იტვირთება

სოციალურ ქსელში ლიკა დილევსკაის გარდაცვალების შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე კოვიდვაქცინამ შეიწირა - ის მოულოდნელად, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

რეალურად, ახალგაზრდა ქალის ლიკა დილევსკაიას გარდაცვალება ვაქცინას არ უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პიროვნებას გარდაცვალებამდე 4 კვირით ადრე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გარდაცვალების მიზეზი კი პოსტჰემორაგიული ანემიაა.

რაც შეეხება ვაქცინებსა და თრომბს შორის კავშირს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ (უმეტესად AstraZeneca ვაქცინის გამოყენებისას), ძალზედ იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა თრომბოემბოლიური მოვლენები მართლაც განვითარდეს. თუმცა თრომბის შემთხვევები აცრიდან დაახლოებით 2 კვირის ვადაში ფიქსირდება.

აქვე განვმარტავთ, რომ ვაქცინაციის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ ნებისმიერ არასასურველ მოვლენაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს. აცრიდან, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენას, ვაქცინებთან კავშირი არ აქვს და ვაქცინის გვერდით მოვლენად არ მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ ლიკა დილევსკაია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით [ფაიზერით] გასული წლის 4 დეკემბერს აიცრა. აცრიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ განვითარებული მოვლენების ვაქცინასთან დაკავშირება კი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ცნობისთვის, ანტივაქსერები ნებისმიერი აცრილი ადამიანის გარდაცვალებას, მიუხედავად მიზეზისა (მათ შორის ტრაგიკული შემთხვევებს), ვაქცინას უკავშირებენ.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი