• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სახელმწიფო უწყებებმა 2021 წელს  მივლინებებში ჯამში 48.1 მლნ ლარი დახარჯეს

სახელმწიფო უწყებებმა 2021 წელს მივლინებებში ჯამში 48.1 მლნ ლარი დახარჯეს

ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო უწყებებმა ჯამში, მივლინებებში 48.1 მლნ ლარი დახარჯეს

03/10/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო უწყებებმა ჯამში, მივლინებებში 48.1 მლნ ლარი დახარჯეს. 2020 წელს სამივლინებო ხარჯმა 57.7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში კიდევ უფრო მეტი თანხა - 83.3 მლნ ლარი დახარჯეს. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის სახელმწიფო უწყებების სამივლინებო ხარჯი - 2014 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალია, თანაც ამ პერიოდის განმავლობაში 2019 წლის ჩათვლით, სამივლინებო ხარჯი ყოველწლიურად იზრდებოდა. კლება მხოლოდ 2020 წლიდან ფიქსირდება და პანდემიური წლის მიუხედავად (როდესაც ქვეყანა თითქმის სრული ჩაკეტვის და ყოველგვარი აქტივობის შეჩერების პირობებში ცხოვრობდა),  აღნიშნულ წელს მივლინებებზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე გასულ წელს.

უფრო დეტალურად, 2021 წელს საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯმა 1.1 მლნ ლარი შეადგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მივლინებებზე 1.3 მლნ ლარი დახარჯა, მთავრობის ადმინისტრაციამ - 1.6 მლნ ლარი.

რაც შეეხება ცალკეული სამინისტროების სამივლინებო ხარჯებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, შემდეგნაირი იყო: 

ცხრილი 1: სამინისტროების სამივლინებო ხარჯები     

წყარო: ბიუჯეტის მონიტორინგი

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2021 წელს მივლინებებზე ყველაზე დიდი ხარჯი თავდაცვის, 

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების და მეცნიერების სამინისტროებმა გასწიეს. მივლინებებში ყველაზე მცირე თანხა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა.

რაც შეეხება გასულ წლებს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა - 83.3 მლნ ლარი, 2019 წელს დახარჯეს. აღნიშნულ წელს, ყველა სამინისტროს სამივლინებო ხარჯი, შესაბამისად, ყველაზე მაღალი იყო.

თეგები:
მივლინებები
სამინისტროები
უცხოური გრანტები
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა