• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: [კანდიდატის სტატუსი] მატერიალური დოვლათისა და სიკეთეების მომტანი რომ არ არის, ამას ჩვენ კი არა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს

მანიპულირება: [კანდიდატის სტატუსი] მატერიალური დოვლათისა და სიკეთეების მომტანი რომ არ არის, ამას ჩვენ კი არა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს

ვერდიქტი: მანიპულირება

09/11/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

3 ოქტომბერს „ალტ-ინფოს“ ეთერში, გადაცემა „ალტერნატიულ ხედვაში“ მისმა წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ განაცხადა: „[კანდიდატის სტატუსი] მატერიალური დოვლათისა და სიკეთეების მომტანი რომ არ არის, ამას ჩვენ კი არა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, მაგრამ აქაც ჩვენი გრანტიჭამია NGO-ები გვატყუებენ და გვაჯერებენ, რომ ავტომატურად გავმდიდრდებით“.

თათია გაბრიჭიძის აღნიშნული მტკიცება მანიპულაციურია და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების კონტექსტს ამახინჯებს.

23-24 ივნისის ევროპული საბჭოს სამიტის (რომელიც ძირითადად გაფართოების საკითხებს ეხებოდა) შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილება გამოთქვა. მისი შეფასებით, გეოპოლიტიკურად ძალიან დაძაბულ სიტუაციაში, აღნიშნული ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფრად ღირდა. „მათ [მოლდოვასა და უკრაინას] შეუძლიათ, სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთხში, როგორც ჩვენ ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში ვნახეთ. კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა EURACTIV-თან ინტერვიუში.

მოცემული განცხადების განხილვისას მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ ავტორი მსგავს შეფასებას გეოპოლიტიკურად დაძაბული ვითარების კონტექსტში აკეთებს. კერძოდ, განცხადებიდან ჩანს, რომ ვიოლა ფონ კრამონი ორი ქვეყნისთვის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მინიჭების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს არა იმიტომ, რომ ზოგადად, აღნიშნული სტატუსი არაფერს ნიშნავს, არამედ იმიტომ, რომ რეგიონში გაჩაღებული ომის პირობებში და ომთან დასაპირისპირებლად, ეს ნაბიჯი მინიმალურია, რაც შეიძლებოდა ევროკავშირს გადაედგა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ იმავე ინტერვიუში ევროპარლამენტარი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა ბოსნიასა და ჰერცეგოვინას.

„ვიმედოვნებ, 6 თვეში, ასევე, საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება. ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია. „ქართულო ოცნება“, ბურთი თქვენს მოედანზეა“, - დაწერა ტვიტერზე ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების შემდეგ.

აღნიშნული განცხადების ფონზე, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული შეფასების განზოგადება, თითქოს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის ფინანსური სარგებლის მომტანი ვერ იქნება, მანიპულირებაა. ამით გადაცემა „ალტერნატიული ხედვის“ წამყვანი თათია გაბრიჭიძე, ერთი მხრივ, ცდილობს კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა დააკნინოს, მეორე მხრივ, კი მაყურებელი დააჯეროს, რომ სტატუსი თვითონ ვიოლა ფონ კრამონსაც არაფრად მიაჩნია.

EURACTIV-ს მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრების დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ ვიოლა ფონ კრამონს დაუკავშირდა.

„ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილ წერილში ევროპარლამენტარი, პირველ რიგში, მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რადიკალურმა მემარჯვენე, პრორუსულმა ჯგუფებმა, მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეს და ეს ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად გამოიყენეს.

მან ასევე ვრცელი განმარტება გააკეთა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებითაც და ხაზი გაუსვა იმ ფინანსურ სარგებელს, რაც ქვეყნის მიერ სტატუსის მოპოვებას შეიძლება მოჰყვეს: „მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ავტომატურად არ ხდის ქვეყანას უფლებამოსილს, ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ფონდებზე, ის საშუალებას აძლევს მათ დაიწყონ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და მოითხოვონ გაწევრიანების წინა დახმარება. ეს დახმარება, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს მილიარდობით ევრო, არის ინვესტიცია ქვეყანაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ მომავალი წევრი შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტების ეკონომიკური და პოლიტიკური მაჩვენებლებით”.

ვიოლა ფონ კრამონმა, ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული ფონდებისგან უკრაინასა და მოლდოვას ერთი ნაბიჯი აშორებს, საქართველოს კი - ორი. მისივე თქმით, თეორიულად შეიძლება გამონაკლისის დაშვება, რომ პოტენციურმა კანდიდატმაც მიიღოს წვდომა ზემოაღნიშნულ ფონდებზე, თუმცა ეს საკმაოდ რთული და ნაკლებად სავარაუდოა.

ევროპარლამენტარის თქმით, სტატუსს აქვს დიდი პოლიტიკური დატვირთვა, რაც ირიბად იწვევს კეთილდღეობის გენერირებასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. მისივე განმარტებით, ევროკავშირი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად აღიქვამს კანდიდატ ქვეყნებს და, როგორც წესი, უფრო ღიაა სხვადასხვა შეღავათების შეთავაზებისთვის.

მოკლედ - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და რა სარგებელი ახლავს მას

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 3 ძირითადი ფაზისგან შედგება. პროცესის პირველი ფაზა, სწორედ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა, თუმცა ეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას (რომელიც, თავის მხრივ, პროცესის მეორე ფაზას წარმოადგენს) არ ნიშნავს.

პირველი ფაზის გადალახვა ევროკავშირში ავტომატურად გაწევრიანების გარანტიას არ იძლევა. მეტიც, პროცესი შეიძლება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდეს (მაგალითად, როგორც თურქეთის შემთხვევაში, რომელსაც სტატუსი 1999 წლიდან აქვს). მიუხედავად ამისა, კანდიდატის სტატუსი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რამდენადაც ის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პირველ ოფიციალურად დადასტურებულ საფეხურად შეიძლება ჩაითვალოს (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია აღნიშნულ თემაზე).

გარდა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, კანდიდატის სტატუსს ფინანსური შესაძლებლობების ფართო სპექტრიც მოჰყვება. კანდიდატის სტატუსის მქონე და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებს წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე (IPA), რომლის საშუალებითაც ისინი ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას იღებენ. აღნიშნული ინსტრუმენტი 2007 წლიდან მოქმედებს და მან ევროკავშირის მანამდე მოქმედი სხვა ფინანსური პროგრამები ჩაანაცვლა.

IPA I-ის ბიუჯეტი, რომელიც 2004-2013 წლებზე იყო გათვლილი, 11.5 მილიარდ ევროს შეადგენდა, IPA II-ის ფარგლებში კი 12.8 მილიარდი ევრო გამოიყო, რაც 2014-2020 წლებზე იყო გათვლილი. IPA I-ის ფარგლებში, პოტენციური კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს მის მხოლოდ ორ კომპონენტზე ჰქონდათ წვდომა, კანდიდატის სტატუსის მქონეებს კი - IPA-ს ხუთივე ნაწილზე.

ამჟამად, IPA III-ის (2021-2027) ფარგლებში ევროკავშირის მიერ 14.2 მილიარდ ევრომდე დაფინანსებას გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებში ძირითად პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და სოციალურ რეფორმებს უნდა მოხმარდეს.

აღსანიშნავია, რომ გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე არის მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა (EIP), რომლის საშუალებითაც კანდიდატი ქვეყნები (დასავლეთ ბალკანეთის) 9 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ. გარდა ამისა, გეგმა 2021-2027 წლებში დამატებით 20 მილიარდი ევროს ინვესტიციების მობილიზებას მოახდენს კერძო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით. აღნიშნული ინსტრუმენტი ფოკუსირებული იქნება ინვესტიციებზე ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: მდგრადი ტრანსპორტი, სუფთა გარემო და ენერგია, კლიმატის ცვლილება, ციფრული მომავალი, კერძო სექტორის განვითარება და ა.შ. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ამ შესაძლებლობების სათანადო და დროული გამოყენების შემთხვევაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მთლიანობაში მშპ-ის, დაახლოებით 6,7%-იანი ზრდაა შესაძლებელი.

კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები სარგებელს მიიღებენ ევროკავშირის მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის საშუალებითაც (NDICI-„გლობალური ევროპა“), მათ შორის - თემატური და დაუყოვნებლივი რეაგირების კომპონენტების ფონდებიდან, რომელთა ბიუჯეტიც, საერთო ჯამში, 10 მილიარდ ევროს აღწევს.

NDICI-„გლობალური ევროპა“ აერთიანებს გრანტებსა კომბინირებულ რესურსებს, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირი მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუწყობს ხელს. ინვესტიციები დაზღვეული იქნება საგარეო ქმედების გარანტიით (External Action Guarantee), რომელიც 53.4 მილიარდ ევროს შეადგენს და რომლითაც კანდიდატი ქვეყნებიც ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ IPA-ს ბენეფიციარებს ფინანსური ინსტრუმენტით გათვალისწინებული წინა დახმარებების ფარგლებში ევროკავშირის 10-ზე მეტ პროგრამაზეჰქონდა წვდომა. მაგალითისთვის, საქართველო ევროკავშირის შედარებით მცირე რაოდენობის პროგრამაში მონაწილეობს, როგორიცაა: Erasmus+, Horizon 2020, Creative Europe, EU4Youth, Black Sea Interreg programme.

როგორც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის პოტენციური სარგებელი და შესაძლებლობები შედარებით ფართოა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ევროკავშირისგან წამოსული ესა თუ ის დახმარება, როგორც წესი, გარკვეული წინაპირობების შესრულებას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ორივე შემთხვევაში - როგორც სტატუსის არსებობის, ისე არარსებობის პირობებში, მიიღებს, თუ - არა ევროკავშირისგან ქვეყანა რაიმე დახმარებას, მთლიანად ამ უკანასკნელის ქმედებებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გარდასილი
შალვა პაპუაშვილი
ხვიჩა კვარაცხელია
საფრანგეთი
ევროპარლამენტი
ნინო ლომჯარია
კანდიდატის სტატუსი
ევროკავშირი
თიკა მამადაშვილი
თიკა მამადაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა