• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გერმანიაში აუქციონზე რუსულ ხელოვნების ნიმუშებს გაანადგურებენ

დეზინფორმაცია: გერმანიაში აუქციონზე რუსულ ხელოვნების ნიმუშებს გაანადგურებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/11/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ინტერნეტსივრცეში ქართულ და რუსულ ენებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში უკრაინის მხარდასაჭერად რუსული ხელოვნების ნიმუშებზე აუქციონი ჩატარდება, ხოლო გაყიდული ექსპონატები შემდგომ საჯაროდ დაიწვება. აღნიშნული ინფორმაცია ძირითადად ვიდეოს სახით ვრცელდება, რომელზეც EuroNews-ის ლოგო არის გამოსახული, კადრებში დადებული ტიტრები კი EuroNews-ის ვიდეოების სტილს იმეორებს. რეალურად, Euronews-ის სახელით გავრცელებული ვიდეო ყალბია და გერმანიაში რუსული ხელოვნების ნიმუშების გასაყიდი აუქციონების შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. 

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს შემდეგი ტიტრები ადევს: უკრაინის მხარდასაჭერად გერმანიაში რუსული ხელოვნების აუქციონი გაიმართება. აუქციონთა სახლი Bolland & Marotz ხელოვნების კოლექციონერებს ამ უნიკალურ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ხელოვნებათმცოდნეებს შეუძლიათ შეიძინონ რუსი მხატვრების ნახატები, მწერლების ხელნაწერები და სხვა ანტიკვარიატი. გაყიდვის შემდგომ, ყველა ნივთი საჯაროდ განადგურდება, შემოსული თანხა კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა. აუქციონის ინიციატორების თქმით, მსგავსმა აუქციონმა იმ კოლექციონერების ყურადღება უნდა მიიქციოს, ვისაც სწრაფად ფასდაკარგული ხელოვნების ნიმუშების თავიდან მოშორება უნდათ და მფარველების, ვისაც უკრაინის მიმართ თავიანთი მხარდაჭერის გამოხატვა სურთ. მათ უკვე გამოაცხადეს, რომ აუქციონის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დოსტოევსკის წერილების, ჩაიკოვსკის ხელნაწერი ნოტების, ვრუბელის ესკიზების სერიის შეძენა. ეს აუქციონი შესაძლებლობაა ცივილიზებული მსოფლიოსთვის, გააპროტესტოს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. Bolland & Marotz-ის თქმით, რუსეთმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია თავად მოახდინა უკრაინაში სამხედრო აგრესიის განხორციელებით და რუსული კულტურის გაქრობა ამის ლოგიკური შედეგია“. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ერთი შეხედვით უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის მატარებელია, ის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც რეალურად, ცდილობს, განამტკიცოს ნარატივი, თითქოს ევროპაში რუსოფობია მძვინვარებს და რუსულ ხელოვნების ნიმუშებსა და რუსულ მემკვიდრეობას ბარბაროსულად ეპყრობიან. 

გავრცელებულ ვიდეოს მოკლე დროში Euronews-ი გამოეხმაურა, რომელმაც უარყო კონკრეტულ ვიდეოსთან რაიმე სახის კავშირი და განაცხადა, რომ Euronews-ს მსგავსი სიუჟეტი არ შეუქმნია. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ Euronews-ის გრაფიკები და ფორმატი მათი თანხმობის გარეშე იყო გამოყენებული.

აუქციონზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა აუქციონის სახლი Bolland & Marotz-იც გამოეხმაურა და ვიდეოს ყალბი უწოდა. „ვიდეოში აღწერილი აუქციონი არ ჩატარებულა და არც არასდროს ჩატარდება. ჩვენ ვემიჯნებით მსგავს ბოროტ ქმედებას და განრისხებული და გაოცებული ვართ ჩვენი სახელის ბოროტად გამოყენების გამო“,- წერია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ რუსული ხელოვნების ნიმუშების აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არც გერმანულ და არც ზოგადად, უცხოენოვან მედიაში არ იძებნება. 

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა