• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გოგა ხაინდრავა: რატომ არ გლოვობდით ავღანეთში დაღუპულებს?

გოგა ხაინდრავა: რატომ არ გლოვობდით ავღანეთში დაღუპულებს?

ვერდიქტი: ტყუილი

06/12/2022
ტყუილი
განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 2 და 3 დეკემბერს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ 6 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით  სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ განცხადება გაავრცელა.  „სირცხვილიას“ განცხადებას გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში “Twitter” გამოეხმაურა და  განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ავღანეთში დაღუპულ სამხედროებს საქართველოში არ გლოვობდნენ. 

 

საქართველოს თავდაცვის ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა. ქართულმა კონტინგენტმა ყველაზე დიდი დანაკარგი 2013 წლის 6 ივნისს განიცადა, როდესაც ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება გამოსცა და 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა. 

ასევე, გოგა ხაინდრავას მტკიცების საწინააღმდეგოდ მოწმობს მუხრან მუშკვანის შემთხვევა. მუხრან მუშკვანი მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური იყო. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით, 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

ამდენად, გოგა ხაინდრავას მტკიცება არის ტყუილი.  

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ავღანეთი
დეგნანი
გოგა ხაინდრავა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა