იტვირთება

სოციალურ ქსელში 6 დეკემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტი გავრცელდა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაში იყო და რეანიმაციაში გადაჰყავდათ.

აღნიშნული ამბის გადასამოწმებლად, „ფაქტ-მეტრი“ მესამე პრეზიდენტის ადვოკატ, შალვა ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მართალია სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა 6 დეკემბრის მონაცემებით, ის რეანიმაციაში არ იმყოფება.

გარდა ამისა, 6 დეკემბერს, სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილური იყო. მანვე აღნიშნა, რომ კლინიკა ყველაფერს აკეთებს პაციენტის სამკურნალოდ, რადგან მისი მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა.

ამდენად, ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო რეანიმაციაში გადაიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი