• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ფლორიდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პლანეტის დეპოპულაციისთვის გამოიყენება

დეზინფორმაცია: ფლორიდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პლანეტის დეპოპულაციისთვის გამოიყენება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/12/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Covid -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება (1, 2, 3). მტკიცების თანახმად, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ „გლობალისტური ელიტა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პლანეტის დეპოპულაციისთვის იყენებს“. აღნიშნულ ცნობას თან  ერთვის ვიდეოც, სადაც ფლორიდის გუბერნატორი ვაქცინების შესახებ საუბრობს. 

 

სინამდვილეში, ფლორიდის შტატის გუბერნატორის ეს ვიდეო 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ასახავს, რომლის ფარგლებშიც რონ დესანტისი სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან ერთად ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდა. ამავე დღეს, ფლორიდის გუბერნატორმა შტატის უზენაეს სასამართლოს სპეციალური განცხადებით მიმართა, რათა სასამართლომ გამოიძიოს ნებისმიერი პოტენციური კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასთან, პოპულარიზაციასთან და მიწოდებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. 

სასამართლოსთვის გაგზავნილ ვრცელ განცხადებაში, ფლორიდის გუბერნატორი ორ ძირითად საკითხს გამოყოფს: 1) რონ დესანტისი ამტკიცებს, რომ ვაქცინის შემქმნელმა კომპანიებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აცრების ეფექტურობის შესახებ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს; 2) ამასთან, გუბერნატორის მტკიცებით, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით გამოჩნდა, რომ ვაქცინები საკმარისად უსაფრთხო არაა და ხშირად ახალგაზრდებში გულის შეტევას იწვევს - რონ დესანტისი ორივე კითხვის პასუხად, არა „გლობალური ელიტების მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას“, არამედ, ფარმაცევტული კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული პირების ფინანსურ სარგებელს ასახელებს. 

ამდენად, მტკიცება, თითქოს, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ  „გლობალისტური ელიტა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პლანეტის დეპოპულაციისთვის იყენებს“, ყალბია.  

------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რომის პაპი
დეპოპულაცია
ფლორიდის გუბერნატორი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა