Facebook-მომხმარებლის მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) წინამძღოლის, მიტროპოლიტ ეპიფანეს კუთვნილ ვებგვერდზე ბაიდენის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით პეტიცია გავრცელდა. პოსტის თანახმად, აღნიშნული პეტიცია, რომელსაც ხელი 867-მა ადამიანმა მოაწერა, მიტროპოლიტ ეპიფანეს მიერ არის შემოთავაზებული. პოსტს თან ერთვის ფოტო მასალა, სადაც წარმოდგენილია ფოტოანაბეჭდი change.org-ის ვებ-გვერდიდან.

ფოტო მასალაში წარმოდგენილი ვებ-გვერდი Change.org წარმოადგენს არაკომერციულ პლატფორმას, სადაც მსოფლიო მასშტაბით შესაძლებელია ნებისმიერ საკითხზე პეტიციის შექმნა. Change.org-ზე პეტიციის შექმნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუმცა, ვებ-გვერდი იტოვებს უფლებას, რომ წაშალოს ისეთი პეტიციები, რომლებიც არღვევს პლატფორმის მომსახურების პირობებს და შეიცავს თაღლითობის, ცილისწამების, ძალადობის წაქეზების ელემენტებს. თუ Change.org-ზე შექმნილ პეტიციაზე ხელმოწერათა რაოდენობამ მაქსიმალურ რიცხვს მიაღწია, ეს ნიშნავს იმას, რომ პეტიციამ გაიმარჯვა. თუმცა ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ პეტიცია რეალურ ცხოვრებაში აუცილებლად განხორციელდება. პეტიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ზომების მიღებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ეკისრება პეტიციის სამიზნეს.

პოსტში არსებული ფოტო მასალის თანახმად, Change.org-ზე პეტიცია სახელწოდებით „Зарахувати Байдена до лику святих“ (მიენიჭოს ბაიდენს წმინდანის წოდება) პოლინა კოლკომ შექმნა. პეტიცია მიემართება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს. პეტიციას თან ერთვის აღწერა: „აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბევრი რამ გააკეთა უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის. ასობით და ათასობით იარაღი გამოგზავნეს ჩვენი საზღვრებისა და მშვიდობის დასაცავად. ამიტომ მე გთავაზობთ, რომ იგი წინადადებით, რომ წმინდანად შევრაცხოთ და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) სიაში შევიყვანოთ.“ დღეისთვის აღნიშნული პეტიცია Change.ge-ზე აღარ იძებნება. მიუხედავად იმისა პეტიცია ნამდვილად იქნა შედგენილი თუ არა, ფოტო მასალა ცხადყოფს, რომ მისი შემქმნელი მიტროპოლიტ ეპიფანე არ არის. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ პეტიცია ჯო ბაიდენის წმინდანად შერაცხვის შესახებ მიტროპოლიტ ეპიფანეს მიერ არის შემოთავაზებული სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან ერთად, მიტროპოლიტის არც Facebook-ის და არც Twitter-ის ოფიციალურ გვერდებზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ ფიქსირდება.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი