• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
,,ენმ-ს“ მმართველობის პერიოდში არსებული სისხლის სამართლის სტატისტიკა

,,ენმ-ს“ მმართველობის პერიოდში არსებული სისხლის სამართლის სტატისტიკა

ტელეკომპანია ,,ალტ-ინფოს’’ ეთერში დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული სისხლის სამართლის სტატისტიკა განიხილა

13/01/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ტელეკომპანია ,,ალტ-ინფოს’’ ეთერში, გადაცემა „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ მიწვეული ჰყავდათ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებული სისხლის სამართლის სტატისტიკა განიხილა.

სტატისტიკის წყაროდ დიმიტრი ლორთქიფანიძემ ,,2011 წლის ლონდონის კოლეჯის საერთაშორისო კვლევა’’ დაასახელა და აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, კონკრეტული მტკიცებები განავითარა.

სავარაუდოა, რომ ლორთქიფანიძემ „ლონდონის კინგს კოლეჯის“ ის კვლევა იგულისხმა, რომელზეც 2011 წელს Institute for war & peace reporting-ის ვებ-გვერდზე ქართველი ჟურნალისტი თეა თოფურია წერდა (King’s College London - World Prison Population List). ამ სტატიის პირველადი წყაროს მოკვლევის პროცესში ,,ფაქტ-მეტრმა’’ ,,ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის’’ (ICPS) ის კვლევა მოიძია, რომელშიც 2008-2011 წლებში 218 სუვერენული ქვეყნის პატიმართა რაოდენობაა შესწავლილი 100 000 მოსახლეზე. 

"ფაქტ-მეტრმა" დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებები ყველა რელევანტურ წყაროზე დაყრდნობით შეაფასა. 

მტკიცება #1: საქართველო მსოფლიოს მასშტაბით იყო მეორე ადგილზე პატიმართა რაოდენობით

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

2003 წლიდან, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ, პატიმართა რიცხოვნობა იზრდება. ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია 2006 წლიდან, რაც სავარაუდოდ, სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას უნდა უკავშირდებოდეს. პატიმართა რაოდენობა პიკს 2011 წელს აღწევს (24 114 პატიმარი).

,,ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის’’ (ICPS) მიერ შედგენილი მსოფლიო ციხის მოსახლეობის სიის მიხედვით პატიმართა რაოდენობის სიდიდით საქართველო მე-4 ადგილს იკავებს. მას წინ შეერთებული შტატები, რუანდა და რუსეთი უსწრებს. ხოლო, IWPR-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელიც თავის მხრივ, ავტორის მიხედვით, „ლონდონის კინგს კოლეჯის“ მიერ შედგენილი მსოფლიო ციხის მოსახლეობის სიას მიმოიხილავს,  საქართველო 17 ქვეყნის სიაში მეექვსე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანზე 538 პატიმარი მოდის.

მართალია, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გაჟღერებული სტატისტიკა ზუსტად არც ,,ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის’’ და არც IWPR-ზე  გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს არ ემთხვევა, თუმცა დასახელებულ კვლევათაგან თითოეული ადასტურებს, რომ 2011 წლის მონაცემებით, საქართველოს პატიმართა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდებოდა. შესაბამისად, მოცემულ განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

მტკიცება #2: ყოველი მე-3 მოქალაქე იყო ნასამართლევი

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

„ფაქტ-მეტრმა“ ერთ-ერთი სტატიის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქართველოს სასამართლოების მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ 2004-2013 წლების სტატისტიკა გამოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 9 წლის განმავლობაში საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 148 682 პირის მიმართ 122 557 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

ამ საქმეთაგან ნაწილი დაუბრუნდა პროკურატურას, შეწყდა სისხლის სამართლის საქმე ან პირს იძულებითი მკურნალობა შეეფარდა. ნაწილზე განაჩენის გამოტანა საპროცესო შეთანხმებით, ხოლო დარჩენილ ნაწილზე კი - არსებითი განხილვით, განხორციელდა.

2011 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა თითქმის ოთხი მილიონი იყო. თუ კი აღნიშნულ რიცხვს გამოვაკლებთ მოსახლეობის იმ რაოდენობას, რომელზეც 2011 წლის მდგომარეობით მათი ასაკის გამო არ გავრცელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსი, გამოდის, რომ განცხადების გადასამოწმებლად სწორი რიცხვი 3,725 მილიონი იქნება. მიღებული რიცხვის მესამედი კი 10-ჯერ აღემატება დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასახელებულ რიცხვს. აქედან გამომდინარე, დიმიტრი ლორთქიფანიძის აღნიშნული მტკიცება ტექნიკურად მცდარია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაინც მაღალ რიცხვს წარმოადგენს, „ფაქტ-მეტრი“ მას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

მტკიცება #3 : პრობაციონერთა რიცხვი იყო რამოდენიმე ასეული ათასი

ვერდიქტი: მცდარი

„ფაქტ-მეტრმა“ ერთ-ერთი სტატიაში გადაამოწმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, სადაც ის ამტკიცებდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოში 300 ათასი პრობაციონერი იყო“. ამ სტატიის ფარგლებში „ფაქტ-მეტრს“ პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მოაწოდა 2004-2012 წლებში პრობაციონერთა სტატისტიკა.

ტერმინი „პრობაციონერი“ არ არის სამართლებრივი ტერმინი, რადგან იგი არცერთ კანონში თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში არ გვხვდება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტერმინით ხშირად პირობითი მსჯავრითა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები მოიხსენიებიან.

სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკა არ არის აბსოლუტურად ზუსტი, რადგან, როგორც თავად აგვიხსნეს, სტატისტიკაში შესაძლებელია ის ადამიანებიც განმეორდნენ, რომლებიც წინა წელსაც იყვნენ მიჩნეული პრობაციონერებად. მიუხედავად ამისა, „ფაქტ-მეტრმა“ სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაცია მაინც დააჯამა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში პირობითი მსჯავრის მქონე - 191 526 პირი, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლებული 5 046 პირი იყო, ანუ ჯამში მაქსიმუმ 196 572 პრობაციონერი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რიცხვიც რეალობასთან შედარებით გადაჭარბებულია, რადგან სხვადასხვა წლის სტატისტიკაში ის პირები მეორდებიან, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყვნენ პრობაციონერები. მაგალითად, თუ პირს პირობითი მსჯავრი 2005 წელს 5 წლის ვადით შეუფარდეს, იგი ჩათვლილია როგორც 2005, ისე 2006, 2007, 2008, 2009 წლების სტატისტიკაში. შესაბამისად, დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებაში მოყვანილი რიცხვის შესახებ სინამდვილეში ინფორმაცია არ არსებობს. ერთადერთი, ამ საკითხთან დაკავშირებული და ხელმისაწვდომი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეს რიცხვი ვერანაირად გადააჭარბებდა ორას ათასს. აქედან გამომდინარე, განცხადების გაკეთებისას ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობის გამო, „ფაქტ-მეტრი“ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

მტკიცება#4: რეალურად, გამამართლებელი განაჩენები არ დგებოდა, საერთოდ არ დგებოდა და ამის დადასტურებაა სტატისტიკა 0,00018 %.

ვერდიქტი: სიმართლე

სასამართლოს დამოუკიდებლობის დასადასტურებლად ხშირად გამამართლებელი განაჩენების რიცხვის ზრდაზე აპელირებენ. „მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული გამამართლებელი/გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი მართლმსაჯულების სისტემის შეფასებისთვის, არასაკმარის და არასანდო მონაცემს წარმოადგენს, უკიდურესად დაბალი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა, სისტემის სხვა გამოწვევებთან ერთად, თავისთავად ქმნის ავთენტურ სურათს სასამართლოს სისტემაზე“ [1].

,,ფაქტ-მეტრმა’’ ერთ-ერთი სტატიის ფარგლებში 9 წლის განმავლობაში დამდგარი განაჩენების ტენდენციების შესასწავლად საქართველოს უზენაესი სასამართლოდან ინფორმაცია გამოითხოვა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 9 წლის განმავლობაში, სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან, გამამტყუნებელი განაჩენი 64 140 პირის მიმართ იქნა გამოტანილი (64 537-დან). გამამტყუნებელი განაჩენების ცხრა წლის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 98.5%-ს უდრის, რაც ასევე მიუთითებს მართლმსაჯულების წინაშე არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 9 წლის განმავლობაში სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 64 140 პირის მიმართ (64 537-დან), რაც 99%-ს შეადგენს. 9 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო პატიმართა რაოდენობისა და პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასახელებული რიცხვი ტექნიკურად არასწორია, ის ფაქტი, რომ 9 წლის განმავლობაში განხილული სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილე 64 537 პირიდან მხოლოდ 397 გამართლდა, ,,ფაქტ-მეტრი’’ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი: როგორ იზომება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი - გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა

რედაქტორის შენიშვნა

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ,,ფაქტ-მეტრმა’’ სტატიაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, თავდაპირველ რედაქციაში დიმიტრი ლორთქიფანიძის ის მტკიცება, რომელიც ციხეში პატიმართა რიცხოვნობას შეეხებოდა მხოლოდ Institute for war & peace reporting-ის ვებ-გვერზე გამოქვეყნებულ სტატიაზე დარყდნობით იყო შეფასებული. ხოლო, განახლებულ რედაქციაში  დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გაჟღერებული მონაცემები ,,ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის’’ (ICPS) კვლევაზე დაყრდნობითაც შეფასდა, რადგან აღნიშნული კვლევა არის ერთადერთი პირველადი წყარო, რომლითაც შესწავლილია პატიმართა პოპულაცია 2008-2011 წლებში. 

ვინაიდან Institute for war & peace reporting-ის ვებ-გვერზე გამოქვეყნებულ სტატიაში დასახელებულ მონაცემებსა და ,,ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის’’ (ICPS) კვლევაში არსებულ მონაცემებს შორის მხოლოდ მცირედი განსხვავება შეინიშნებოდა, დამატებით ICPS - ის წყაროს გამოყენებას ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია. 

თეგები:
დიმიტრი ლორთქიფანიძე
ნაციონალური მოძრაობა
დიმიტრი ლორთქიფანიძე
ნაციონალური მოძრაობა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა