სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბრიტანეთში „ღორების სპა“ არსებობს, სადაც ბრიტანელები შესასვლელად 1200 გირვანქა სტერლინგს იხდიან: „არიან პირები, რომლებიც 1200 ფუნტ სტერლინგს იხდიან იმისათვის, რომ გამოსცადონ ღორული ცხოვრება. რას უკავშირდება ეს ფაქტი - ბავშვობის ფსიქიკურ ტრავმებს თუ პიროვნულ დეგრადაციას ძნელი სათქმელია“, - წერს მომხმარებელი Facebook-პოსტში. მსგავსი შინაარსის პოსტს სხვა ანგარიშიც აქვეყნებს, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეს ბრიტანელები სწორედ ამგვარად ერთობიან.

სინამდვილეში, ვიდეო, რომელიც, მათ შორის, სოციალურ ქსელ Twitter-ზეც ვირუსულად გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2), რეალობას არ ასახავს და კომიკურ-სატირული შინაარსის პროგრამა „The B@it“-ის ეკუთვნის. დიდ ბრიტანეთში მსგავსი „ღორების სპა“ არ არსებობს, ხოლო აღნიშნული სკეტჩის გადაღებაში მსახიობები მონაწილეობდნენ. „The B@it“-ი IMDb-ზეა განთავსებული და პროგრამის აღწერაში გარკვევით აღნიშნავს, რომ ის ბრიტანულ „Channel 4“-ს ეკუთვნის და სატირული შინაარსის სკეტჩებს იღებს, რომელიც რეალურ ვიდეოებს ჰგავს და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს: „B@IT არის C4-ის სატირული შინაარსის სკეტჩი, რომელიც რეალურ ინტერნეტ სიახლეებს ჰგავს და განკუთვნილია მათ შეცდომაში შესაყვანად, ვინც ძალიან სწრაფად აჭერს გაზიარების ღილაკს“, - ვკითხულობთ პროგრამის აღწერაში.

ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს სრული ვერსია Channel 4 Comedy-ზე 27 ნოემბერს შემდეგი აღწერით გამოქვეყნდა: „ბრიტანეთის პირველი ღორების სპა“. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული სკეტჩის მონაწილეები კომედიური შოუს მსახიობები იყვნენ, მათ შორის ერთ-ერთი, ტომ ლინკოლნი იყო, რომელიც სატირული შინაარსის ვიდეოში სტუმრის როლს თამაშობდა.

ამდენად, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რეალობას არ ასახავს. ის კომიკურ-სატირული შინაარსის პროგრამა „The B@it“-ის მიერაა დადგმული და მასში მსახიობები მონაწილეობენ. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5087 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
9%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი