Facebook-ზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოციალურმა ქსელმა Instagram-მა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის ანგარიში დაბლოკა და ის უკრაინის ტერიტორიაზე აღარ ფუნქციონირებს.

სინამდვილეში, პოსტში მითითებული Instagram-ანგარიში ალექსეი არესტოვიჩის ოფიციალური გვერდი არ არის. Instagram-ანგარიში მისამართით alexsey_arestovich, რომელიც Facebook-ზე გავრცელებულ პოსტშია მითითებული, არესტოვიჩის ე.წ. Fan Page-ს (ფანების მიერ შექმნილი არაოფიციალური ანგარიში) წარმოადგენს.

პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილი მრჩევლის Instagram-ის ოფიციალური ანგარიშის მისამართია alexey.arestovich. ალექსეი არესტოვიჩის ეს ანგარიში ვერიფიცირებულია Instagram-ის მიერ და მას მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ალექსეი არესტოვიჩის ოფიციალური გვერდი ამ დრომდე შეუფერხებლად ფუნქციონირებს და მისი დაბლოკვა არც უკრაინის ტერიტორიაზე და არც მის ფარგლებს გარეთ არ მომხდარა.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია ალექსეი არესტოვიჩის Instagram- ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი