• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიდეო ევროპარლამენტარის მიერ კოკაინის მოხმარებას ასახავს

დეზინფორმაცია: ვიდეო ევროპარლამენტარის მიერ კოკაინის მოხმარებას ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

29/03/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), მორიგ ყალბ მტკიცებას ავრცელებს. პოსტს თან ერთვის ვიდეოც, რომელიც, მტკიცების თანახმად, ევროპარლამენტარის მიერ სასესიო დარბაზში უცნობი ნივთიერების (პოსტის ავტორი სავარაუდოდ კოკაინის მოხმარებაზე მიანიშნებს) მოხმარებას ასახავს. იდენტური ვიდეო 26 მარტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ გააზიარა. პოლიანსკი წერს: „ზელენსკი უნდა იყოს ევროპარლამენტარი მას შემდეგ, რაც ის [პოლიტიკურად] გაკოტრდება უკრაინაში. მას არც კი მოუწევს არაფრის სწავლა!“.

სინამდვილეში, გავრცელებულ ვიდეოში არა ევროპარლამენტარი, არამედ ყოფილი ბუნდესტაგის წევრი იენს მაიერი ჩანს, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის ექსტრემისტული ფრთის "Der Flügel"-ის წევრი იყო. პარტიას მაიერი 2013 წელს, დაარსებისთანავე შეუერთდა. გერმანიაში AfD მოსკოვთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევა: 2022 წელს ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ზოგიერთი მედიის ცნობით, აღნიშნული ვიზიტი კრემლის მიერ იყო დაფინანსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ პარტია ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. წარსულში AfD მხარს უჭერდა Nord Stream 2-ის გახსნასაც. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროსკეპტიციზმს უჭერს მხარს და იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის მიზნებს. AfD და კრემლი ასევე იზიარებენ ანტიამერიკულ პოზიციას.

გარდა იმისა, რომ კადრებში არა ევროპარლამენტარი, არამედ AfD-ის იენს მაიერი ჩანს, აღსანიშნავია ისიც, რომ პიროვნება, სავარაუდოდ, უკვამლო შესაყნოს თამბაქოს მოიხმარს და არა კოკაინს. ამასთან, იენს მაიერი ევროპარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა.

ამდენად, მტკიცება, რომ გავრცელებული ვიდეო ევროპარლამენტარის მიერ კოკაინის მოხმარებას ასახავს, ყალბია.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
უგულავა
უგულავა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა