• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში

ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში

საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს

20/04/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

20 აპრილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს ბავშვთა ფონდის „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის“ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევა ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები.

კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით (ესენია: საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები და სხვა). 16 საჭიროებიდან სამი ან მეტი დანაკლისის მქონე ბავშვები მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონედ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მაჩვენებლები უფრო მაღალია სოფლად (47%), ვიდრე ქალაქად (31%).

ბოლო წლებში ბავშვთა დახმარების პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობა გაიზარდა. თუმცა, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი (47%) დახმარებებს პროგრამიდან, სავარაუდოდ იმ მიზეზით არ იღებს, რომ მათი ოჯახები ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ.

რაც შეეხება ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, ბავშვების სამედიცინო მომსახურება უმეტესად ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. თუმცა, კვლევის მიხედვით, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში, ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.

სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ 27% იკვებება, ხოლო ბავშვების 35% არასდროს არ იკვებება. სკოლაში საკვების მიღების ყველაზე გავრცელებული ბარიერებია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს და ფულის არქონა.

რაც შეეხება განათლებაზე ხელმისაწავდომობას - სასკოლო განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მინიმალურია. სასკოლო ასაკის ბავშვების მხოლოდ 0.1% რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორის გამო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს.

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა განსაკუთრებით მაღალია სოფლად (ბავშვების 12.4%), ვიდრე ქალაქში (1.1%). სკოლამდელი განათლების მიღების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებია საბავშვო ბაღის არარსებობა საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს და არასაკმარისი ადგილები. ქვეყანაში შედარებით შეზღუდულია არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა კერძო მასწავლებლის ყოლა, კლასგარეშე ხელოვნების ან/და სპორტის აქტივობებში ჩართვა, რასაც უმეტესად ფინანსების არ ქონის გამო ვერ ახერხებენ.

2-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვების 5.8 პროცენტს ერთ კატეგორიაში მაინც ფუნქციური სირთულე აღენიშნება. მკვეთრი განსხვავება აღინიშნება მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის: პირველ კატეგორიაში ბავშვებს თითქმის ოთხჯერ მეტი ალბათობით შეიძლება, ჰქონდეთ ფუნქციური სირთულე (10.5%), ვიდრე მეორე ჯგუფში (2.8%).

კვლევის მიხედვით, 1-17 წლის ბავშვების 62.5%-ში აღზრდის მეთოდად არა-ძალადობრივი ფორმები იყო გამოყენებული. ბავშვების 29.4%-ის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური აგრესია და 4.8%-ის მიმართ - ფიზიკური დასჯა (0.1%-ში ეს იყო სასტიკი ფიზიკური დასჯა).

კვლევის თანახმად, ბავშვის კეთილდღეობის ყველა ასპექტში გამოვლენილი ყველაზე დიდი უთანასწორობები მატერიალური დანაკლისიდან მომდინარეობს.

თეგები:
ბავშვთა კეთილდღეობა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა