სოციალურ ქსელში „Socar Georgia Gas“-ის სახელით ფოტო-ანაბეჭდი ვრცელდება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია გამოსახული. გავრცელებულ ფოტო-ანაბეჭდზე ვკითხულობთ, რომ „Socar Georgia Gas“-ი მომხმარებლებს 300 ლარზე მეტი რაოდენობის თანხის ინვესტიციას სთავაზობს და სანაცვლოდ 4000 ლარის შემოსავალს ჰპირდება.

კომპანია „სოკარის” სახელით გავრცელებული შეთავაზებები, რომლებშიც სალომე ზურაბიშვილიც ფიგურირებს, მორიგ თაღლითურ ქმედებას წარმოადგენს და მას „Socar Georgia Gas“-სა და საქართველოს პრეზიდენტთან კავშირი არ აქვს.

აღნიშნული შეთავაზების შესახებ „სოკარის“ ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook-გვერდზე არაფერია ნათქვამი - „სოკარი“ საზოგადოებას სოციალური ქსელებისა და ოფიციალური მედიაარხების მეშვეობით, თავისი საქმიანობისა და სპეციალური აქციების შესახებ რეგულარულად აცნობებს“, - ვკითხულობთ 2022 წელს „Socar Georgia Gas“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში, სადაც კომპანია მომხმარებელს მსგავსი ტიპის თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სოკარის“ სახელით დეზინფორმაცია სხვა დროსაც ვრცელდებოდა.

რაც შეეხება Facebook-ანგარიშს, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ის 2023 წლის 20 აპრილს შეიქმნა, არაავთენტურია და „Socar Georgia Gas“-ს არ ეკუთვნის. აღნიშნული Facebook-გვერდის მიერ გავრცელებული თაღლითური პოსტი დარეკლამებულია და ის Facebook-ის რეკლამების ბიბლიოთეკაში (Facebook Ad Library)-ში იძებნება. Facebook Ad Library-დან ასევე ირკვევა, რომ პოსტი Facebook-ზე, Instagram-სა და Messenger-შია დარეკლამებული.

ამდენად, მტკიცება, რომ „Socar Georgia Gas“-ი მომხმარებელს მოგების სანაცვლოდ კომპანიის აქტივებში ინვესტიციას სთავაზობს, ყალბია. გავრცელებული პოსტი თაღლითური სქემის ნაწილია და მას „Socar Georgia Gas“-სა და საქართველოს პრეზიდენტთან კავშირი არ აქვს.

------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი